კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იუსტიციის სამინისტრო „ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკას“ უზედამხედველებს

8 თებერვალი, 2012

საჯარო და კერძო სექტორში ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკაზე ზედამხედველობა, იუსტიციის სამინისტროს პრეროგატივა იქნება.

პარლამენტში ინიცირებული „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტით დგინდება რიგი ვალდებულებები და წესები, რაც კონკრეტულმა საჯარო და კერძო დაწესებულებებმა უნდა დანერგონ – ისინი ვალდებულნი იქნებიან განსაზღვრონ ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა.

კანონპროექტის თანახმად, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა უნდა აკმაყოფილებდეს ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალურ მოთხოვნებს საჭიროებების გათვალისწინებით, რასაც იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მონაცემთა გაცვლის სააგენტო განსაზღვრავს. განსაზღვრა კი სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა (ISO) და ინფორმაციული სისტემების აუდიტისა და კონტროლის ასოციაციის (ISACA) მიერ დადგენილ სტანდარტებსა და მოთხოვნებთან შესაბამისობაში უნდა მოხდეს.

საჯარო და კერძო დაწესებულებები, რომელთა ნუსხას პრეზიდენტი განსაზღვრავს და რომელთა როლი მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვის, ეკონომიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ვალდებულნი იქნებიან მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიღებული ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა და მასში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება წარუდგინონ.

კანონპროექტის ინიციატორები დეპუტატები კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა არიან და პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, ძალაში მიმდინარე წლის 1-ელი ივნისიდან უნდა შევიდეს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები