კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოდესაში დაკავებული გემის ეკიპაჟის ქართველი წევრები გაათავისუფლეს

9 თებერვალი, 2012

თითქმის ერთი თვის წინ ოდესაში დაკავებული გემის ეკიპაჟის ქართველი წევრები გათავისუფლებულნი არიან. ქართველი მეზღვაურების გათავისუფლება უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ჩარევის შედეგად მოხერხდა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი ამ დრომდე უკრაინაში იმყოფება. მისი განცხადებით, არაოფიციალური ინფორმაციით, გემზე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ინახებოდა, რაც გემის დაკავების მიზეზი გახდა

„გვაქვს ეჭვები, რომ ის მაფია, რომელიც საზღვაო ადმინისტრაციაში 1995 წლიდან მოყოლებული მუშაობდა, დღესაც გრძელდება. აუცილებლად პასუხი უნდა ვაგებინოთ იმ ხალხს, რომელიც ქართველ მეზღვაურებს გონებას ასე ურევს. ჩვენ გვაქვს არაოფიციალური ინფორმაცია, რომ გემზე დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება იყო და ეს ჩვენმა ბიჭებმა იცოდნენ. ეს ძალიან ცუდი ფაქტია, თუმცა დარწმუნებული ვარ, ქართველები არ იყვნენ ამაში გარეულნი და ისინი უბრალოდ აიძულეს“, - აცხადებს გიორგი კარბელაშვილი.

ოდესაში გენერალური კონსულის, თემურ ნიშნიანიძის თქმით კი, რეიდზე ყოფნისას გემი მწყობრიდან გამოვიდა – გაეთიშა გათბობისა და წყლის სისტემა, რის გამოც მეზღვაურებს ყოფნა გაუსაძლის პირობებში უწევდათ.

„გემი ოდესაში რეიდზე 18 იანვრიდან იდგა. 24 დღის განმავლობაში მეზღვაურებს, რომელთა შორისაც შვიდი ქართველი იყო, ძალიან მძიმე, გაუსაძლის პირობებში უწევდათ ყოფნა“, - აცხადებს ოდესაში საქართველოს გენერალური კონსული.

ქართველი მეზღვაურის თქმით, ისინი ჯერ რამდენიმე დღე კაიუტაში იყვნენ ჩაკეტილნი, შემდეგ კი ფიზიკურ შრომას აიძულებდნენ.

„გაუსაძლის პირობებში ვიმყოფებოდით. ადამიანისთვის საჭირო საარსებო წყარო არ გვქონდა. ვიყავით უშუქოდ, უწყლოდ, უსაკვებოდ და -16 გრადუს ყინვაში გათბობის გარეშე. ამის გამო მე რეანიმაციაში მოვხვდი, საიდანაც რამდენიმე დღის წინ გამომწერეს“, - განმარტავს გემზე მყოფი მეზღვაური, რეზო ჩხაიძე.

ტყვეობიდან გათავისუფლებული ქართველი მეზღვაურები ამ დროისთვის კიევის ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებიან. ისინი სამშობლოში რამდენიმე დღეში დაბრუნდებიან.

სტამბულიდან წამოსული, პანამას დროშის ქვეშ მცურავი გემი ოდესაში 18 იანვარს დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მიზეზი გემის თურქი მეპატრონის ნარკოტიკებით ვაჭრობას უკავშირდება.

ინფორმაცია გემის ეკიპაჟის შესახებ დღეს ქართული ტელეკომპანიებით გავრცელდა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები