კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსამართლის მიერ კანონის, მათ შორის კონსტიტუციის დარღვევა დისციპლინურ გადაცდომად აღარ ჩაითვლება

9 თებერვალი, 2012

მოსამართლის მიერ კანონის, მათ შორის კონსტიტუციის დარღვევა დისციპლინურ გადაცდომად აღარ ჩაითვლება. ამასთან, მოსამართლეს დისციპლიურ გადაცდომად აღარც შრომის დისციპლინის დარღვევა ჩაეთვლება.

ცვლილება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონში შედის.

აქამდე მოსამართლის დისციპლინური გადაცდომა „მოსამართლის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას კანონის უხეში დარღვევა“ იყო. კანონის უხეშ დარღვევად საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს კანონმდებლობის იმპერატიული მოთხოვნების დარღვევა ითვლებოდა, რამაც არსებითი ზიანი მიაყენა, ან შეეძლო მიეყენებინა პროცესის მონაწილის, მესამე პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების ან საჯარო ინტერესებისთვის.

პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად კი, ეს რეგულაცია კანონიდან ამოდის და უქმდება.

შესაბამისად, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში მოსამართლეს მის მიერ კონსტიტუციის თუ სხვა კანონების უხეში დარღვევისთვის აღარ დასჯიან.

გარდა ამისა, მოსამართლეს დისციპლუნურ გადაცდომად აღარც შრომის დისციპლინის დარღვევა ჩაეთვლება.

მოსამართლის დისციპლინური გადაცდომის სახეებად რჩება კორუფციული სამართალდარღვევა ან თანამდებობრივი მდგომარეობის მართლმსაჯულებისა და სამსახურებრივი ინტერესების საზიანოდ გამოყენება. კორუფციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება  "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული დარღვევა, თუ იგი სისხლის სამართლებრივ ან ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას არ იწვევს, ასევე მოსამართლის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა ან მოსამართლის მოვალეობებთან ინტერესთა შეუთავსებლობა; მოსამართლისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც სასამართლოს ავტორიტეტს ბღალავს ან ზიანს აყენებს სასამართლოსადმი ნდობას; საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურება; მოსამართლის მოვალეობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; მოსამართლეთა თათბირის ან პროფესიული საიდუმლოების გამჟღავნება;  დისციპლინური უფლებამოსილების მქონე ორგანოს საქმიანობისათვის ხელის შეშლა ან მისდამი უპატივცემულობა და სამოსამართლო ეთიკის ნორმების დარღვევა.

კანონპროექტის ინიციატორები დეპუტატები პავლე კუბლაშვილი, კახა ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა არიან.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები