კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლომ „პალიტრა მედიას“ სარჩელი დააკმაყოფილა

9 თებერვალი, 2012

მედიაჰოლდინგ „პალიტრა მედიას“ სარჩელი ოპოზიციური „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 8 თებერვალს დააკმაყოფილა.

„პალიტრა მედიამ“ საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ნათელაშვილს 2011 წლის დეკემბერში უჩივლა და იმ ცნობის უარყოფა მოითხოვა, რომელიც მან  ჰოლდინგის შესახებ „მაესტროს“, „კვირის ქრონიკისა“ და „ალიას“ მეშვეობით გაავრცელა.

ლეიბორისტურლი პარტიის ლიდერი „პალიტრა მედიას“ პოლიტიკაში წასულ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში და ბავშვებისთვის სკოლის წართმევაში ადანაშაულებდა.

როგორც ჰოლდინგის ადვოკატი ზვიად კორძაძე „პალიტრა TV“-სთან აცხადებს, მოსამართლემ სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. სხდომას არ დასწრებია არც შალვა ნათელაშვილი და არც მისი წარმომადგენელი. გადაწყვეტილებაც მოპასუხე მხარის დაუსწრებლად გამოცხადდა.

„ლეიბორისტული პარტია“ სასამართლოს მიკერძოებაში ადანაშაულებს და მათი ლიდერი ინფრომაციის უარყოფას არ აპირებს. პარტიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „პალიტრა მედიას“ ივანიშვილი რომ აფინანსებს, კონტროლის პალატის მიერ გავრცელებული დოკუმენტაცია მოწმობს. საარქივო მასალები კი ადასტურებენ, რომ იმ ტეროტორიაზე, სადაც ჰოლდინგის ოფისია განთავსებული, ადრე 102-ე სკოლა იყო, სადაც სხვა კურსდამთავრებულებთან ერთად ერთ-ერთი ლეიბორისტი სოსო შატბერაშვილიც სწავლობდა.

„იმდენად აშკარა ფაქტებია, რომ მათ არანაირი სასამართლო არ სჭირდება. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ დავემორჩილებით მათ მიერ მიღებულ ე.წ. გადაწყვეტილებას. მათ შორის, არ ვაპირებთ ბოდიშის მოხდას ჭეშმარიტებაზე“, - აღნიშნულია „ლეიბორისტული პარტიის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

media.ge

ახალი ამბები