კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხათუნა იოსავა: „სოფიკო ნიკოლაშვილის საქმეს გრიფი „საიდუმლო“ არ ადევს“

9 თებერვალი, 2012

განზრახ მკვლელობის მცდელობის და იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის სოფიკო ნიკოლაშვილის საქმეს გრიფი „საიდუმლო“ არ ადევს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა ხათუნა იოსავამ განუცხადა.

მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ბრალდებულის ადვოკატების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სოფიკო ნიკოლაშვილის საქმეზე გრიფი „საიდუმლოს“ დადებასთან დაკავშირებით.

სოფიკო ნიკოლაშვილის ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ 7 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გურჯაანის რაიონულმა პროკურატურამ სოფიკო ნიკოლაშვილის საქმეს გრიფი „საიდუმლო“ დაადო. ეს ინფორმაცია იმავე დღეს კახეთის საინფორმაციო ცენტრს ბრალდებულის მეორე ადვოკატმა მაგული ღვალაძემ დაუდასტურა. „მე უკვე მოვაწერე ხელი გაფრთხილებაზე. ჩემგან ვეღარაფერს ვეღარ გაიგებთ, უფლება არ მაქვს“, - აღნიშნა მაგული ღვალაძემ.

20 წლის სოფიკო ნიკოლაშვილს, რომელიც ყოფილი ჟურნალისტი და ოპოზიციის აქტივისტის დავით ნიკოლაშვილის შვილია, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარებასა და 23 წლის გიორგი სიბაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ. შს გურჯაანის სამმართველომ ის 2012 წლის 31 იანვარს დააკავა. რაიონულმა სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებული რუსთავის კოლონიაშია მოთავსებული. შეგახსენებთ, რომ გიორგი სიბაშვილი შსს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ინსპექტორ - გამომძიებელია, მამა გოჩა სიბაშვილი - გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილეა, ბიძა გიორგი სიბაშვილი კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილეა. სოფიკო ნიკოლაშვილის საქმეს გურჯაანის პოლიცია იძიებს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები