კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს გამოცდილება მექრთამეობასთან ბრძოლაში

10 თებერვალი, 2012

The Economist

კორუმპირებული ჩინოვნიკები ძალიან მსქუნები არიან? ჯორჯ ორუელის აზრით, ღორები, რომლებიც ცხოველთა ფერმას მართავდნენ, ძალიან მსუქნები იყვნენ და ვაშლსა და რძეს შეექცეოდნენ. შესაძლოა ამ აზრს, მსოფლიო ბანკიც ეთანხმება.

გასულ კვირას გამოქვეყნებულ ანგარიშში - „საჯარო სამსახურებში კორუფციასთან ბრძოლა: ქართული რეფორმების ქრონიკა“, ავტორები აღნიშნავენ იმ ფაქტს, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში თავისი უსინდისობით ცნობილი ქართული საგზაო პოლიციის წარმომადგენლების უმეტესობა ჩასუქებული იყო.

რაღა თქმა უნდა, ყველა მსუქანი ჩინოვნიკი კორუმპირებული როდია. კახა ბენდუქიძე, საქართველოს ბევრი ანტიკორუფციული რეფორმის ავტორი, ტანის სისრულითაა დაჯილდოვებული. და არც სიგამხდრეა კლეპტოკრატიისგან დაცვის გარანტია - გაიხსენეთ ზაირის პრეზიდენტი მობუტუ.

მაგრამ საკითხი არც ისე უმნიშვნელოა, როგორც შეიძლება მოგვეჩვენოს. 2003 წელს „ვარდების რევოლუცია“ როცა მოხდა, საქართველო დაღდასმული იყო კორუფციით, კრიმინალითა და დისფუნქციური სახელმწიფო სამსახურებით. იმ დროს, საგზაო პოლიციას იმის უფლებაც კი ჰქონდა, რომ ფეხით მოსიარულეთათვის წაეგლიჯა ქრთამი. და აი 2010 წელს Transparency International-მა საქართველო კორუფციასთან მსოფლიოს საუკუთესო მებრძოლად დაასახელა.

რა შეიძლება გაითვალისწინონ სხვებმა საქართველოს ამ წარმატებიდან? მთავრობა და პოლიტიკური ნება ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია თავიდანვე დაიმსახურო ნდობა: 2004 წლის დასაწყისში მთავრობას მიაჩნდა, რომ მას სწრაფი შედეგების მისაღწევად 8 თვე დასჭირდება. ყველაზე ცნობილი ფაქტი ის არის, რომ 16,000 ათასი საგზაო პოლიციელი ერთ ღამეში გაათავისუფლეს სამსახურიდან. თუ გინდა, რომ ხალხის მხარდაჭერა მოიპოვო, ეფექტურ სიმბოლოებს დიდი მნიშვნელობა აქვს.

ბრძოლა ბევრ ფრონტზე ერთდროულად მიმდინარეობდა. იდეოლოგიური მიზანდასახულობა მთავრობის ძალისხმევას სიცხადეს სძენდა. კორუფციის განდევნა უფრო ფართო ლიბერტარიანული ძალისხმევის ნაწილი იყო – პატარა მთავრობა მექრთამეობისათვის ნაკლებ სივრცეს დატოვებდა. იმისთვის, რომ რეფორმები გაეტარებინათ, მათ ახალი საკადრო შემადგენლობა სჭირდებოდათ – უფრო ხშირად ისეთი ახალგაზრდები, რომელთაც განათლება დასავლეთში ჰქონდათ მიღებული. ხელფასებიც საკმაოდ მაღალი უნდა ყოფილი იმისთვის, რომ ცდუნებისთვის ნამდვილად გაეძლოთ.

ზოგიერთი გაკვეთილი დევიდ ბრენტის მენეჯმენტის გამოცდილებას წააგავდა: „მიზნის გარშემო გაერთიანება და მჭიდრო კოორდინაცია“; „საერთაშორისო გამოცდილების მორგება ადგილობრივ თავისებურებებთან“; „კომუნიკაციების გამოყენება სტრატეგიულად“. მაგრამ თუ ყველაფერს ამას კონტექსტში წავიკითხავთ, ლოზუნგებს აზრი მიეცემა: ოფიციალურ პირთა პატარა ჯგუფი უმაღლეს დონეზე რეგულარულად იკრიბება, რათა რეფორმები გაატაროს. მათ უცხო ქვეყნების გამოცდილება ენთუზიაზმით გაიზიარეს, მაგალითად იტალიური ანტიმაფიური კანონმდებლობა და პოლიციის წვრთნის გერმანული მეთოდები. საზოგადოებრივი აზრის მომხრობა უმნიშვნელოვანესი იყო, თუმცა აქ ხელისუფლებას შეეძლო უკეთ ემოქმედა.

ყველაზე სადავო „უჩვეულო გადაწყვეტილებები“ იყო. საქართველოში ეს ხშირად იოლი გზებით სიარულს ნიშნავს. კორუფციაში დადანაშაულებული მაღალი თანამდებობის პირების დაჭერის ვიდეოკადრები საზოგადოებას მთავრობის ძალისხმევის შესახებ ატყობინებდა, თუმცა თავად პროცესს ბევრს არაფერს მატებდა. მთავრობის დაცარიელებული ბიუჯეტის შესავსებად დაპატიმრებულ ჩინოვნიკებს, გათავისუფლების სანაცვლოდ, ნაღდი თანხის გადახდას სთხოვდნენ, რადგან ციხეში მათი დატოვება გადამხდელების ხარჯზე არ ღირდა. ეს ნაბიჯიც წინას წააგავდა.

დაიცვა მთავრობამ წონასწორობა? საკვანძო პოზიციების მქონე ჩინოვნიკები ამტკიცებენ, რომ მათ სხვა გზა არ ჰქონდათ: ექსტრაორდინარული ეტაპი ექსტრაორდინარულ ზომებს ითხოვს. სხვები ნაკლებად არიან დარწმუნებულნი. ზოგიერთი ინსტიტუტი, ყველაზე მეტად კი შინაგან საქმეთა სამინისტრო, ზედმეტად დიდ ძალაუფლებას ფლობს. აი აქ, ანგარიში, ფრთხილ, კონსენსუსის მაძიებელ ინტონაციას მიმართავს: პრობლემები რჩება, გარკვეული პროგრესი განხორციელდა, მაგრამ გასაკეთებელი უფრო მეტია.

ბოლოდროინდელი მოვლენები იმის ვარაუდს აჩენს, რომ მთავრობის ავტორიტარული მიდრეკილებანი ცოცხალია და არ ქრება. პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ახალი კანონი მიზნად ისახავს, ყველაზე მდიდარი ქართველი კაცის შეზღუდვას, რათა მან თავისი სიმდიდრე მთავრობის ხელისუფლებიდან გასაშვებად არ გამოიყენოს. წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია აცხადებს, რომ ეს ცვლილებანი კანონში „საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და საკუთრების უფლებას“ და „არათანაბარ საარჩევნო სივრცეს“ ქმნის.

ამავე დროს დეკემბრის დასაწყისში, ორი ისრაელელი ბიზნესმენის, რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის შეწყალებამ (ისინი გასულ წელს პრემიერ-მინისტრის მოსყიდვის მცდელობის ბრალდებით გაასამართლეს) კიდევ ერთხელ გამოკვეთა შეშფოთება სასამართლოს დამოუკიდებლობის გამო. მთავრობა ამ ნაბიჯს ჰუმანურს უწოდებს, რადგან ორივე პატიმარს ჯანმრთელობის მდგომარეობა შერყეული ჰქონდა. მაგრამ იმავე დღეს იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოაგვარა დავა მათ კომპანიასთან, „ტრამექსთან“. ამ კომპანიას არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, საქართველოსგან 73 მილიონი დოლარი ეკუთვნოდა. ოფიციალური პირები ამ ორ ფაქტს შორის კავშირს უარყოფენ, თუმცა ყველამ ეს უარყოფა სარწმუნოდ არ მიიღო.

ანგარიში ეხმაურება საქართველოს მცდელობას, რომლის თანახმად, ის ცდილობს არაბული სამყაროს ახალშობილი დემოკრატიებისთვის თავი მოდელად გაასაღოს. ანგარიშმა ასევე ხაზი გაუსვა საერთაშორისო არენაზე სააკაშვილის რეაბილიტაციის ფაქტს. მისმა რეპუტაციამ სამხრეთ ოსეთის გამო რუსეთთან 2008 წლის კატასტროფული ომის შემდეგ დარტყმა მიიღო. მაგრამ გასულ კვირას პრეზიდენტმა ობამამ თავისი ქართველი კოლეგა თეთრ სახლში მიიღო და საქართველოში განხორციელებული რეფორმები შეაქო, განიხილა უფრო ღრმა თანამშრომლობის შესაძლებლობანი თავდაცვასა და თავისუფალ ვაჭრობაში.

ამ კვირას ივანიშვილმაც იბრძოლა ვაშინგტონში. ამ ბრძოლას „ნიუ-იორკ თაიმსში“ და „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებული წერილის სახე ჰქონდა. ჩიოდა რა „ზეცენტრალიზებულ, თითქმის ნეობოლშევიკური სტილის მმართველობაზე, ისეთზე, რომელმაც დიდი ხანია ამოწურა თავი“, ივანიშვილი ობამას სთხოვდა დახმარებას მომავალი საპარლამენტო არჩევნების თავისუფლებისა და სამართლიანობის უზრუნველყოფაში.

ეს გადამწყვეტი გამოცდა იქნება. საქართველოს სჭირდება უფრო მტკიცე ინსტიტუტები, აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლისა და ბალანსის სისტემა. მაგრამ ამან არ უნდა დაჩრდილოს უკანასკნელ წლებში მიღწეული წარმატებები. ის, რომ საკვანძო პოლიტიკოსები ქუჩის გამოსვლებს საარჩევნო ყუთს არჩევენ, მნიშვნელოვანი მოვლენაა. ასევე მნიშვნელოვანია მისი გამხდარი და ფორმაში მყოფი პოლიტიკოსები.

ქართულად თარგმნა foreignpress.ge-მ

ორიგინალი

ახალი ამბები