კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა ორგანოს საგადასახადო საიდუმლოებაზე წვდომა ექნება

10 თებერვალი, 2012

აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა ორგანოსათვის და საჯარო სამართლის იურდიულ პირებისათვის საგადასახადო საიდუმლოება ხელმისაწვდომი იქნება. შესაბამისი ცვლილება „საგადასახადო კოდექსში“ შედის.

კანონმდებლობით, საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია, გარდა გადასახადის გადამხდელის სტატუსისა, სახელწოდებისა, მისამართისა, საიდენტიფიკაციო ნომრისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული საჯარო ინფორმაციისა, საგადასახადო აღრიცხვაზე მისი აყვანის მომენტიდან საგადასახადო საიდუმლოებას განეკუთვნება.

საგადასახადო ორგანო, მისი თანამშრომელი, მიწვეული სპეციალისტი ან/და ექსპერტი ვალდებულია, დაიცვას გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციის საიდუმლოება, რომელიც მისთვის ცნობილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გახდა. მას უფლება აქვს, ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია გადასცეს მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს წევრებს – ამ პირთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით; ასევე - სამართალდამცავ ორგანოებს – იმ პირთა შესახებ, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა; სასამართლოს – სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების ან პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით; სხვა სახელმწიფოთა საგადასახადო ორგანოებს – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესაბამისად; აღსრულების ეროვნულ ბიუროს; სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს; კონტროლის პალატას – მოსამართლის ბრძანების საფუძველზე; საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს; მთავრობის მიერ განსაზღვრულ პირებს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით გადასახადის გადამხდელისათვის მისი საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით; სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და ფინანსური მონიტორინგის სამსახურს.

კანონპროექტით კი, აღნიშნულ ჩამონათვალს ემატება „აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები“, რომელთაც ეს ინფორმაცია მათ მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით უნდა სჭირდებოდეთ.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები დეპუტატები ზვიად კუკავა და თეიმურაზ წურწუმია არიან.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები