პოლიციის შენობა ქურდულად მოჭრილი ფიჭვების ადგილზე
14.02.2012
ნათია როყვა
თბილისში, მოსკოვის გამზირის ბოლოს, თითქმის 50 წლის წინ დარგული ათეულობით ფიჭვის გაჩეხეს. ამ ადგილას პოლიციის შენობა შენდება. იმის გამო, რომ მრავალწლიანი ნარგაობის განადგურებას საზოგადოება აპროტესტებდა, ფიჭვები ღამით, ქურდულად გაჩეხეს და მაშინვე დაიწყეს საძირკვლის ამოღება.
გაჩეხილი ფიჭვებისა და ადგილზე ექსკავატორების მუშაობის ფოტოები ნეტგაზეთმა გამოაქვეყნა. მე შევეცადე, კიდევ უფრო მეტი კადრი მოგვეპოვებინა „სამშენებლო მოედნიდან“.
ქალაქ თბილისის მერია აღნიშნული მშენებლობების შესახებ საჯარო ინფორმაციას არ გასცემს.
გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცის“ იურისტი მერაბ ჩიქოვანი ნეტგაზეთთან საუბარში განმარტავს, რომ პოლიციის შენობის მშენებლობა აღნიშნულ ადგილზე უკანონოდ მიმდინარეობს, ვინაიდან, 2009 წლის 27 მარტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამწვანებულ ტერიტორიებს სარეკრეაციო ზონის სტატუსი მიენიჭა და ასეთ ზონებში მშენებლობის განხორციელება დაუშვებელია. მოსკოვის გამზირის აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა რომ დაწყებულიყო, მას სარეკრეაციო ზონის სტატუსი უნდა შეცვლოდა.
ბოლო ხანს საქართველოში ათობით ახალი პოლიციის შენობა გაიხსნა, მხოლოდ თბილისში 20 ახალი შენობა აშენდა. ოფიციალური ინფორმაცია, თუ რა უჯდება სახელმწიფოს ერთი შენობის მშენებლობა, არ არსებობს. ცოტა ხნის წინ წერეთლის მეტროსთან პოლიციის შენობა მაინცდამაინც სკვერში ააშენეს, რის გამოც იქ ათამდე კვიპაროსი მოჭრეს. სანაცვლოდ არც ერთი ხე არ დაურგავთ. ახალი პოლიციის შენობისათვის ტერიტორია ასევე შემოღობილია კიკვიძის ბაღში, რომელიც თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე პარკია. სამშენებლო პროექტის მიხედვით, ხეები აქაც უნდა გაიჩეხოს და ბაღსაც ტერიტორია უნდა მოაკლდეს.
ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა დაადასტურა, რომ კიკვიძის ბაღის ტერიტორიაზე პოლიციის შენობა შენდება. ამ მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგება. აქ მცხოვრებმა მოქალაქეებმა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართეს დასახმარებლად და პროტესტის ნიშნად ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. მოსახლეობა ბაღის გადარჩენისა და მისთვის სარეკრეაციო სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართავს.
ამ ფაქტთან დაკავშირებით ფოტორეპორტაჟის მომზადებისას კიკვიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს გავესაუბრე.
„ამ პარკში ხალხი ისვენებს. ხეები თუ მოჭრეს, რაღა გამოვიდა?! თან ულამაზოა პარკში პოლიციის შენობა. ერთი შეხედვით უსაფრთხო კი იქნება, მაგრამ პარკს დაცვა ისედაც ყავს და საკმაოდ დაცულია“, - ამბობს თეონა მაზმიშვილი.
ჩემთან საუბრისას თავისი აზრი გამოხატა ბაღში მყოფმა სკოლის მოსწავლემ, გიორგი შარიკაშვილმა, რომელიც თავის მეგობრებთან ერთად ყოველ დღე დადის კიკვიძის ბაღში: „მე ვფიქრობ, კარგი იქნება, რადგან აქაურობა უსაფრთხო იქნება. ირგვლივ ნაკლები დანაშაული მოხდება და საკმაოდ დადებითად ვარ ამის მიმართ განწყობილი. მართალია, ხეებს გაჩეხავენ, რაც ცუდია, მაგრამ საერთო ჯამში მაინც კარგია“.
ჩემი ფოტორეპორტაჟი მოსკოვის გამზირზე და კიკვიძის ბაღში დღეს არსებულ რეალობას ასახავს. მოჭრილ და დახერხილ ფიჭვებს დაათოვა, მაგრამ ადამიანის ნამოქმედარის დამალვა ბუნებამ მაინც ვერ მოახერხა.
[1] 2
სახელი: Kent
2012-02-29 00:49
Yo, good lokion out! Gonna make it work now.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
GNCC-ის წევრებმა გასულ წელს პრემიის სახით 331 ათასი ლარი მიიღეს
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

