კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოხუმში მყოფი ოთხი ქართველი მეზღვაური დახმარებას ითხოვს

15 თებერვალი, 2012

პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის HAKKI EHILIOGLUS-ს ეკიპაჟის ოთხი ქართველი წევრი, ერთი წელია, ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის პორტში იმყოფება.
 
როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ფოთიდან იუწყება, გიორგი საპანაძე, მანუჩარ ბოლქვაძე, აზიზ ვარშანიძე და სულხან ცეცხლაძე კომპანია STARLET SHIPPINGIS-ის კუთვნილი გემის ბორტზე 6-თვიანი ხელშეკრულების საფუძველზე, 2011 წლის 21 თებერვალს ავიდნენ. მათი ოჯახის წევრები ყვებიან, რომ ქართველი მეზღვაურები მოტყუებით, კანონის დარღვევითა და თაღლითური გზით აფხაზეთის ტერიტორიაზე შეიყვანეს. მეზღვაურებს გასამრჯელოს სახით ამ დრომდე არანაირი თანხა არ მიუღიათ.

„ხელშეკრულების გაფორმების დროს მათ უთხრეს, რომ ბულგარეთის პორტში შევიდოდნენ. ტექნიკურ სამუშაოს ასრულებდნენ და გემის მარშუტს თვალს ვერ ადევნებდნენ. აღმოჩნდა, რომ ბულგარეთის ნაცვლად, გემს ტვირთი სოხუმის პორტში შეჰქონდა. დეკემბრის თვემდე მათან არანაირი კავშირი არ გვქონდა, რადგან ოჯახთან კომუნიკაციის საშუალება არ გააჩნდათ. მეზღვაურების ოჯახის წევრები, მხოლოდ დამსაქმებლის, ლაურა ჩადუნელის იმედად ვიყავით, რომელიც გვაიმედებდა, რომ თურქი მეპატრონე გემს ისე გამოიყვანდა, როგორც შეიყვანა აფხაზეთის ტერიტორიაზე“, -განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გიორგი საპანაძის მეუღლემ, მარინა საპანაძემ.

„ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი თურქეთში დაუკავშირდა დამსაქმებელ ლაურა ჩადუნელს, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხში ჩართულია საქართველოს კონსული და მეზღვაურების გამოყვანა ოკუპირებული ტერიტორიიდან ერთ კვირაში მოხდება.

„ამ საქმეს საკონსულო იძიებს, მაგრამ მეც ვუკავშირდები გემის მეპატრონეს. ამ კვირაში აზერბაიჯანელები უნდა აიყვანონ გემზე და ქართველები წამოიყვანონ, ასეთი ვარიანტია. მე ავიყვანე ეს ხალხი კონტრაქტით მაგ გემზე, მაგრამ თუ გემი აფხაზეთში წავიდოდა, ამას ვერც ერთი დამსაქმებელი ვერ გაიგებს, შეუძლებელია. ანაზღაურების გამო არიან ისინი იქ, თორემ ასჯერ ჩამოვიდოდნენ გემიდან. ამის გამო ვაჩერებ მათ გემზე. სანამ ფულს არ აიღებენ, მანამ გემიდან ვერ ჩამოვლენ, თორემ მაგათი ჩამოყვანა არაფერი არ არის და ჩასხდებიან მეორე გემზე“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ლაურა ჩადუნელმა, რომლის დაპირებების არ სჯერათ მეზღვაურების ოჯახის წევრებს და ამბობენ, რომ „მსგავსი დაპირებებით ერთი წელი გაატარეს“.

მარინა საპანაძის განცხადებით, მეზღვაურებს არც საწვავი აქვთ, არც საკვები პროდუქტები და არც მედიკამენტები. ისინი გემიდან გადმოსვლასაც ვერ ახერხებენ, რადგან მათ კაპიტანმა შეგნებულად წაართვა ან დაუკარგა მეზღვაურის პასპორტები.

მეზღვაურის ოჯახის წევრებმა დახმარების თხოვნით უკვე მიმართეს შესაბამის უწყებებს, მაგრამ არანაირი კონკრეტული პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები