კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

2011 - მშვიდობიანი აქციებისა და დემონსტრაციების დარბევის წელიწადი

15 თებერვალი, 2012

სალომე აჩბა

ადამიანის უფლებათა ცენტრის  ანგარიში -  „საქართველოში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების მონიტორინგი - კანონმდებლობა და პრაქტიკული გამოყენება“ აერთიანებს 2011 წლის იანვრიდან - ივნისამდე საქართველოს 5 რეგიონში მომხდარი  საპროტესო აქციებისა თუ დემონსტრაციების მონიტორინგის შედეგებს.

ანგარიშში  მიმოხილულია ის დარღვევები, აქციის მონაწილეებისა თუ ძალოვანი უწყებების მხრიდან, რომლებიც სხვადასხვა დემონსტრაციის მიმდინარეობისას დაფიქსირდა. გარდა ამისა, დოკუმენტში დეტალურადაა გაანალიზებული საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობა შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ. მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია  3 თებერვალს შედგა.

ანგარიში მოიცავს 2011 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე თბილისში, გორში, გურჯაანში, ბათუმსა და ზუგდიდში ჩატარებული 75 დემონსტრაციის მონიტორინგის შედეგებს. პუბლიკაციაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა რამდენიმე საპროტესტო აქციას, რომელთა მიმდინარეობის პროცესში  გარკვეული დარღვევევბი ძალოვანი უწყებების მხრიდან დაფიქსირდა. ასეთი აქციებია: ვეტერანთა აქცია (2011 წლის 4 იანვარი)  და „სახალხო კრების“ მაისი აქციები. მათ შორის, კვლევის ავტორებმა ცალკე შეისწავლეს 26 მაისის მოვლენები.

სამართალდამცველთა ჩარევა აქციის მიმდინარეობის პროცესში

2011 წლის იანვრიდან-ივნისამდე ჩატარებული იმ 75 აქციიდან, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი დააკვირდა 50-ზე იმყოფებოდა სხვადასხვა პოლიციური შენაერთი - უსაფრთხოების პოლიცია, პატრულის ეკიპაჟი,  შედარებით იშვიათ შემთხვევაში  კი - სპეცრაზმიც. ანგარიშის მიხედვით, ცხრა აქციაზე ძალოვანი უწყების მხრიდან ძალის გამოყენება დაფიქსირდა, მათ შორის ორ შემთხვევაში ძალოვანმა უწყებებმა პირდაპირ დაშალეს აქცია ( იგულისხმება 3 იავნრის ვეტერანთა შიმშილობის აქცია და 26 მაისის, „სახალხო კრების“  აქცია.)

მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ ხშირია აქციებზე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელების დასწრებაც. იყო შემთვევებიც, როცა ისინი პირდაპირ ჩაერივნენ აქციის მიმდინარეობაში.

„სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელების იდენტიფიკაცია შეუძლებელია სრული დარწმუნებით, მაგრამ ჩვენი დამკვირვებლების თქმით, მონიტორინგის გარკვეული პრაქტიკის შემდეგ, მათი იდენტიფიცირება და საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გამორჩევა სულ უფრო მარტივი ხდება. ხშირ შემთხვევაში ისინი დგანან ფორმიან პოლიციელებთან ერთად და  მათთან აქვთ კონტაქტი. ისინი არ უერთდებიან შეკრებას და სავარაუდოდ,  მათი მთავარი ფუნქცია აქციის მონაწილეებისგან სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიღება და საგანგებო სიტუციის დროს პოლიციისთვის დახმარების გაწევაა“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშში მოთხრობილია ისეთი ფაქტების შესახებაც, როცა სამოქალაქო ფორმიანმა პირებმა აქციის მონაწილეები დააკავეს. ასეთი რამ 5 ივნისს კინოთეატრ „რუსთაველთან“ ფილმ „აგვისტოს ხუთი დღის“ პრემიერაზე დაფიქსირდა. რამდენიმე აქტივისტმა გადაწყვიტა, კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მინი-აქციის ჩატარება ქვეყანაში თავისუფლებისა და დემოკრატიის ნაკლებობის გასაპროტესტებლად. სპეციალურად ამ პრემიერაზე დასასწრებად თბილისში ჰოლივუდის რამდენიმე ვარსკვლავი ჩამოვიდა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორებმა დაინახეს, როგორ მიათრევდა აქციის მონაწილე ორ ქალბატონს სამოქალაქო ფორმებში ჩაცმული ათამდე მამაკაცი პატრულის მანქანისკენ.

„მამაკაცების ეს ჯგუფი შემდეგ კინოთეატრისკენ დაიძრა. თავიდან ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ისინიც დემონსტრანტები იყვნენ, რადგან ხელში დაკეცილი საპროტესტო პლაკატები ეკავათ, მაგრამ მოგვიანებით გავაცნობიერეთ, რომ ისინიც ძალოვანი უწყების წარმომადგენლები იყვნენ, რადგან მიუახლოვდნენ თბილისის პოლიციის უფროსს ბატონ გეგეჭკორს, რომელსაც აგრეთვე  სამოქალაქო ფორმა ეცვა, ხელი ჩამოართვეს მას და პლაკატები გადასცეს“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ნაგარიშში აღნიშნულია, რომ ამ აქციის მონაწილეების დასაკავებლად, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, სამართალდამვცელებმა აქციის ოთხი მონაწილე დააკავეს, მათგან ერთს ათი დღით თავისუფლების აღკვეთა, დანარჩენებს კი ოთხასლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

ადამინის უფლებათა ცენტრის ანგარიშში მოთხრობილია იმგვარი ფაქტების შესახებაც, როცა აქციის მიმდინარეობის პროცესში დემონსტრანტებს სამართალდამცავებმა კუთვნილი ნივთები ჩამოართვეს და გაუნადგურეს. ანგარიშის მიხედვით,  ამგვარი ფაქტი 17 მაისს, პარლამენტის წინ,  იურისტების მხარდამჭერი შიმშილობის აქციის დროს მოხდა. შიმშილობის გაგრძელება მომდევნო 5 დღის განავლობაში იყო დაგეგმილი, დემონსტრანტებს თან ჰქონდათ ბალიშები, საბნები, მინერალური წყალი და სიგარეტის კოლოფები. შეკრების დაწყებიდან საათნახევარში პოლიციელების დიდი ჯგუფი მიუახლოვდა დემონსტრანტებს და წაიღო მათი კუთვნილი ნივთები - სიგარეტის კოლოფები, წყალი, რეპროდუქტორი. თუმცა, დემონსტრანტები სამართალდამცავებს არ შეწინააღმდეგებიან.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშში აღნიშნულია იმ ფაქტების შესახებაც, როცა დემონსტრანტები აშკარად ცდილობდნენ სამართალდამცავების პროვოცირებას. თუმცა, მათ სიმშვიდე შეინარჩუნეს და პროვოკაციას არ წამოეგნენ. როგორც ანგარიშიდან ვიგებთ, ასეთი ფაქტი 2011 წლის 18 აპრილს „სილქნეტის“ წინ, გამართულ საპროტესტო აქციაზე დაფიქსირდა. აქციის ორგანიზატორი იყო ცნობილი ჟურნალისტი შალვა რამიშვილი.

„აქციიდან ნახევარ საათში რამიშვილმა გადაკვეთა ქუჩა და მიუახლოვდა პოლიციელებს, რომლებიც აქციას შორიდან აკვირდებოდნენ. რამიშვილი სამართალდამცველების პროვოცირებას ცდილობა - „მე თქვენ შესამოწმებლად მოვედი“, „თქვენ შორის რომელია ზაზა ბეგაშვილის ძმა?!“  პოლიცია დემონსტრანტის რეპლიკებს მშვიდად შეხვდა და არ ჩარეულა აქციის მიმდინარეობაში. შედეგად, რამიშვილი რამდენიმე წუთში  გაეცალა სამართალდამცველებს და დაუბრუნდა აქციის მიმდინარეობის ადგილს. უნდა აღინიშნოს, რომ რამიშვილს არ დაურღვევია კანონი, მან გამოიყენა კანონმდებლობით მინიჭებული უფლება - მიახლოებოდა პოლიციის თანამშრომელს არაძალადობრივი გზით“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში ცალკე თავადაა განხილული 2011 წლის 3 იანვრის ვეტერანთა აქცია გმირთა მოედანზე და აღნიშნულია, რომ აქციის დაშლა არალეგიტიმური იყო, ხოლო დაშლისთვის გამოყენებული ძალა - არაპროპორციული. აქციის მონაცილეები ხსოვნის მემორიალთან მართავდნენ აქციას და მოითხოვდნენ ვეტერანთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. „პოლიცია მიუახლოვდა დემონსტრანტებს და მოსთხოვა ტერიტორიის დატოვება. უარის მიღების შემდეგ, პოლიციამ მათი დაკავება დაიწყო. დაკავების პროცესში კი ეუბნებოდნენ, რომ „დემონსტრაციებით ვერავის შეაშინებდნენ“.  დემონსტრანტები სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელებმა დააკავეს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

რაც შეეხება 26 მაისს „სახალხო კრების“ აქციის დარბევას, ანგარიშში დეტალურადაა განხილული აქციის მიმდინარეობის პროცესი და ის დარღვევები, რომლებიც სამართალდამცველების მხრიდან აქციის დარბევის დროს დაფიქსირდა. ადამიანის უფლებათა ცენტრი გამოყოფს რამდენიმე ძირითად დარღვევას: სპეცრაზმის მიერ მიმდებარე ტერიტორიების ბლოკირებას, სამართალდამცავების არაპროპორციული რაოდენობას და აგრეთვე, გამოყენებული ძალის არაპროპორციულობას.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, პოლიციის ინტერვენცია წინასწარი შეტყობინების ფორმალური ვადის ამოწურვიდან 10-15 წუთის შემდეგ დაიწყო,აქედან გამომდინარე შეიძლება მსჯელობა იმაზე, რომ დემონსტრანტებისთვის მიცემული დრო არ იყო საკმარისი. როცა სპეცრაზმმა აქციის მიმდინარეობის ადგილი ყველა მხრიდან ჩაკეტა, დემონსტრანტებისთვის შეუძლებელი გახდა აქციის დისლოკაციის ადგილის დატოვება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, ისიც, რომ სპეცრაზმსს მიმდებარე ტერიტორიის ბლოკირება, დაუყოვნებლივ არ მოუხდენია, ანუ მათი გამოჩენიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში, დემონსტრანტებს ტერიტორიის დატოვების საშუალება ჰქონდათ. ადამიანის უფლებათ ცენრის მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ სპეცრაზმის რაოდენობა მკვეთრად აღემატებოდა დემონსტრანტთა რიცხვს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის  მონიტორინგის მიხედვით, დარბევა 00:15 საათზე დაწიყო. დემონსტრანტებს დაუშინეს გაზის ყუმბარები და წყლის ჭავლი, ისმოდა სირენის განუწყვეტელი ხმა, დემონსტრანტების პატარა, იზოლირებულმა ჯგუფმა სცადა წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ მათი მცდელობები მალე აღიკვეთა. საერთო ჯამში, წინააღმდეგობა დემონსტრანტთა მხრიდან მასობრივი ხასიათის არ ყოფილა.

„პოლიციის წინსვლის შედეგად, მშვიდობიანმა დემონსტრანტებმა  უკან დაიხიეს პარლამენტის შენობისაკენ, მაგრამ მათ არ მიეცათ გასაქცევი გზა. ისინი ყველა მხრიდან გარშემორტყმულები იყვნენ. პოლიციელები ყველას ცემდნენ, ისროდნენ  რეზინის ტყვიებს ახლო მანძილიდან და ძალას იყენებდნენ ყველა დემონსტრანტის წინააღმდეგ - იმის მიუხედავად, ეწინააღმდეგებოდნენ ისინი სამართალდამცავებს თუ არა. დემონსტრანტების ნაწილი კონოთეატრ „რუსთაველში“ შეცვივდა თავშესაფრის საპოვნელად. სპეცრაზმი მათ დაედევნა და დაუწყო ცემა. ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები დააკვირდნენ სიტუაციას აქციის დაშლის შემდეგაც. სპეცრაზმმა დაკავებული პირები მიწაზე დააწვინეს. მათ ხელ-ფეხი შეუკრეს, სცემდნენ და სიტყვირ შეურაცხყოფას აყენებდნენ“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშის პრეზენტაციაზე, სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა შეკრებისა და მანიფესტაციის კუთით საქართველოში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა: „ჩვენი სახელმწიფო, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა კანონმდებლობის მიხედვით,  შეკრებისა და მანიფესტაციის, აზრის გამოხატვის გარანტს წარმოადგენს. ეს უფლებები უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით. შეკრებასა და მანიფესტაციასთან დაკავშირებული საკითხები სახალხო დამცველის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა. ამ თემას ყოველთვის ცალკე თავი ეთმობა ხოლმე სახალხო დამცველის ანგარიშში. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით, საქართველში იდეალური მდგომარეობა არა გვქავს. 2011 წელს ამ უფლების შეზღუდვის მხრივ საკმაოდ დატვირთული წელი იყო. არაერთხელ დაირღვა მშვიდობიან დემოსტრანტთა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. ეს პრობლემატიკა ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშშიც აისახა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად, ერთმანეთთან თანამშრომლობით ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია“.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში - „საქართველოში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების მონიტორინგი - კანონმდებლობა და პრაქტიკული გამოყენება“

ახალი ამბები