კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების პეტიციაზე 170-ზე მეტი ხელმოწერა დაფიქსირდა

16 თებერვალი, 2012

16 თებერვალს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა პეტიციაზე - „ეს შენ გეხება“ 170-ზე მეტი ხელმოწერა დატოვეს. ამის შესახებ კოალიაცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ წევრმა, მაგდა პოპიაშვილმა „ინტერპერსნიუსს“ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ამის შემდეგ პეტიციაზე ელექტრონული ხელმოწერები გაგრძელდება.

პეტიციაზე ხელმომწერი ორანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ 2011 წლის ბოლო დღეებში მიღებული საარჩევნო კანონმდებლობა საფრთხეს უქმნის როგორც თითოეულ მოქალაქეს, ისე ზოგადად სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის - მედიას და აუარესებს საარჩევნო გარემოს ქვეყანაში.

„ამიტომ ჰქვია ამ კამპანიას „ეს შენ გეხება“. ჩვენ გვინდა, მოხდეს ფართო საზოგადოების ინფორმირება იმ საფრთხეების შესახებ, რომელსაც კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ შეიცავს. ასევე, გვსურს, მთელი საზოგადოება იდგეს იმ საკანონმდებლო ინიციატივის უკან, რომელსაც ჩვენ ხვალ პარლამენტში პეტიციასთან ერთად შევიტანთ", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ჟურნალ „ლიბერალის“ მთავარმა რედაქტორმა, შორენა შავერდაშვილმა.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში ამოქმედდება კამპანიის - „ეს შენ გეხება" ვებგვერდი და სპეციალური გვერდი სოციალურ ქსელ facebook-ზე, საიდანაც საზოგადოება კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას რეგულარულად მიიღებს.

პეტიციაში, რომელსაც არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა ხელი მოაწერეს, ნათქვამია: „არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ვაცნობიერებთ რა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მნიშვნელობას, კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნევთ ამ საკითხთან დაკავშირებით 2011 წლის დეკემბერში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც: ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას, საკუთრების უფლებას, გამოხატვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას, აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას; მძიმე და გაუმართლებელ პასუხისმგებლობას აკისრებს ამომრჩეველს; განუსაზღვრელ და არაკონსტიტუციურ უფლებამოსილებებს ანიჭებს პარტიების დაფინანსების მთავარ მაკონტროლებელს - საქართველოს კონტროლის პალატას; სერიოზულ საფრთხეებს უქმნის როგორც თითოეულ მოქალაქეს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის, მედიას; აუარესებს საარჩევნო გარემოს ქვეყანაში.

ზემოთთქმულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას“.

არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები ხელმოწერილ პეტიციას და საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტში ხვალ შეიტანენ , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა ფოფხაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, საია პროტესტს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებების დამტკიცების დღიდან გამოთქვამს.

„ვუერთდებით ამ ფართო კამპანიასაც „ეს შენ გეხება“, რადგან მივიჩნევთ, რომ რაც მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დააფიქსირებს პოზიციას, შედეგიც უფრო მნიშვნელოვანი იქნება. ხვალ პარლამენტში შევა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელშიც ჩამოყალიბებულია, რის შეცვლას ვთვლით საჭიროდ და როგორი სახე უნდა მიიღოს კანონმა. ჩვენ ამ ინიციატივის განხილვის პროცესშიც აქტიურად ჩავერთვებით“, - აღნიშნა ეკა ფოფხაძემ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური კი იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც კანონს საგანგაშოდ მიიჩნევენ.

„ის ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, საკუთრების უფლებას, არის არაკონსტიტუციური, განუსაზღვრელად დიდ უფლებამოსილებას ანიჭებს კონტროლის პალატას და საერთო ჯამში ქმნის არადემოკრატიულ საარჩევნო გარემოს“, - განმარტა ეკა გიგაურმა.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია კი მიიჩნევს, რომ კანონი არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ მედიას და ბიზნესსაც შეეხება.

„ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ კამპანიამ მიიღოს ფართომასშტაბიანი ხასიათი და საზოგადოებას ავუხსნათ, რა საფრთხეებს შეიცავს ეს კანონი“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

ვიდეო

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები