კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დედოფლისწყაროში „ქართული ოცნება“ ოფისის გარეშე დარჩა

16 თებერვალი, 2012

ნინო კორაშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ დედოფლისწყაროს რაიონში ოფისის გარეშე დარჩა. ოფისის მეპატრონემ „ქართულ ოცნებასთან“ დადებული ხელშეკრულება ხელმოწერიდან მეორე დღესვე გააუქმა.

„გამგეობასთან ახლოს მდებარე შენობაში, რომელიც სოსო უზუნაშვილს ეკუთვნის, რესპუბლიკურ პარტიას დაქირავებული გვაქვს ორი ოთახი. აქვე თავისუფალია სხვა ოთახებიც. როცა „ქართულმა ოცნებამ“ ოფისის აღება გადაწყვიტა, თბილისიდან ჩამოსული წარმომადგენლები გაესაუბრნენ შენობის მეპატრონეს და სამი ოთახი იქირავეს. გააფორმეს კონტრაქტიც. მეორე დღეს, დილითვე, შენობის მეპატრონე მოვიდა. ძალიან შეწუხებული იყო, ტიროდა. მითხრა, რომ ამ სამ ოთახზე ხელშეკრულება უნდა გავაუქმოო“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს რესპუბლიკური პარტიის დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნოდარ ტოკლიკიშვილმა.

- არ ჰკითხეთ ხელშეკრულების გაუქმების მიზეზი რა გახდა?

- თქვა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა. ჩემთვის ისედაც გასაგები იყო ყველაფერი.

- „ქართულ ოცნებასთან“ დადებული ხელშეკრულება თუ გააუქმა, რესპუბლიკურ პარტიას ოფისთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს?

- ჩვენ ცალკე გვაქვს ხელშეკრულება დადებული. ეს ოთახები 2010 წელშიც გვქონდა ქირით აღებული, მერე შევწყვიტეთ ხელშეკრულება, 2011 წლის დეკემბერში ისევ გავაგრძელეთ. რესპუბლიკურ პარტიას აქვს ექვსთვიანი ხელშეკრულება. მაისის ბოლოს იწურება ხელშეკრულების ვადა. თებერვლის ჩათვლით თანხა წინასწარ გვაქვს ჩარიცხული. ხელშეკრულებაში პირობებია გაწერილი, რომ მისი ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში მეპატრონეს ზიანის ანაზღაურება მოუწევს. ვადა რომ გავა, შეიძლება აღარც ჩვენ გაგვიფორმოს. შეიძლება მანამდეც შეგვიწყვიტოს“.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი სოსო უზუნაშვილსაც დაუკავშირდა. ის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ქალაქ დედოფლისწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულია.

- ბატონო სოსო, რატომ გააუქმეთ „ქართულ ოცნებასთან“ დადებული ხელშეკრულება?

- სხვა უკეთესი ვარიანტი გამოჩნდა.

- ვინმემ უფრო მეტი შემოგთავაზათ?

- კი.

- ვინ?

- კერძო ორგანიზაციაა.

- ვინ არის, ვერ გვეტყვით?

- არა, ვერ გეტყვით.

- უკვე გაქირავებული გაქვთ ოფისი?

- ჯერ არა.

- ხელშეკრულება იმიტომ ხომ არ გააუქმეთ, რომ თქვენზე ზეწოლა განხორციელდა?

- არა, არავითარი ზეწოლა.

- დედოფლისწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანამდებობაზე რამდენია ხანია მუშაობთ?

- 2 წელია.

ახალი ამბები