კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფლის რწმუნებულების და სპეციალისტების ხელფასები გაიზარდა

16 თებერვალი, 2012

პრეზიდენტის ბრძანებულებით, სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულების და სპეციალისტების ხელფასები გაიზარდა. სოფლის რწმუნებულის ხელფასი 400 ლარი იყო, 1 თებერვლიდან კი 700 ლარი გახდა, სპეციალისტის ხელფასი 200 ლარიდან 250 ლარამდე გაიზარდა.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაქარია იაგანაშვილმა განუცხადა, ბრძანებულება ძალაში 1 თებერვლიდან შევიდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ თავმჯდომარის ლია ხუროშვილის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების შენახვის ხარჯები ისედაც დიდი იყო და მუნიციპალური ბიუჯეტების საერთო თანხის 20-25%-ს აღწევდა, ცვლილებების შემდეგ კი კიდევ უფრო გაიზრდება. მისივე თქმით, ხელფასების გაზრდა დაგეგმილ არჩევნებს უკავშირდება. „მმართველ პარტიას ადამიანური რესურსი სჭირდება. სოფლის რწმუნებულებს და სპეციალისტებს აქამდეც წარმატებით იყენებდნენ წინასაარჩევნო კამპანიის დროს და ახლა უფრო მეტად გამოიყენებენ, შრომას უფასებენ“, - აღნიშნა ხუროშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები