კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შემთხვევისთვის ტერორისტული აქტის კვალიფიკაციის მინიჭება მარტივდება

17 თებერვალი, 2012

შემთხვევისთვის ტერორისტულ აქტის კვალიფიკაციის მინიჭება უფრო მარტივდება. ამასთან დაკავშირებით ცვლილება „სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის. კანონის მოქმედი რედაქციით, აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, იარაღის გამოყენება ან სხვა ქმედება ტერორისტულ აქტად მიიჩნევა იმ შემთხვევაში, თუ იქმნება ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროება და ასევე - ხდება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, სახელმწიფოს სტრატეგიული, პოლიტიკური ან ეკონომიკური ინტერესის ხელყოფა.

ახალი კანონპროექტით კი, ტერორისტულ აქტად შეფასებისთვის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, სახელმწიფოს სტრატეგიული, პოლიტიკური ან ეკონომიკური ინტერესის ხელყოფის დადასტურება აღარ იქნება აუცილებელი.

კერძოდ, ტერორისტული აქტი იქნება აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, იარაღის გამოყენება ან სხვა ქმედება, რაც ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას. ეს ქმედებები ჩადენილი უნდა იყოს მოსახლეობის დაშინების ან ხელისუფლების ორგანოზე, ან უცხო ქვეყნის ხელისუფლების ორგანოზე ან საერთაშორისო ორგანიზაციაზე ზემოქმედების მიზნით.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები დეპუტატები, კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა არიან.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები