კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რესტავრირებულ მეჩეთს ახალციხეში მოოქროვილი გუმბათი ექნება

17 თებერვალი, 2012

საქართველოსა და თურქეთის კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრებს შორის მიღწეული ზეპირი შეთანხმების შედეგად, რესტავრაცია უნდა ჩაუტარდეს ახალციხის მეჩეთს.

მეჩეთი, რომლის რესტავრაციაც ახალციხეში უკვე დაწყებულია, 1752 წელს აშენდა აზი ახმედ ფაშას მიერ. მეჩეთი რაბათში, ისტორიის მუზეუმის ტერიტორიაზე მდებარეობს.

რაბათის ტერიტორაზე ამჯერად მეჩეთის რესტავრაცია შეჩერებულია, როგორც იქ მყოფმა მუშებმა აგვისხნეს - ყინვის გამო.

მუშებმა განგვიმარტეს და გვითხრეს, რომ მეჩეთს მოოქროვილი გუმბათი ექნება. სარესტავრაციო სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროში ამ ეტაპზე თურქულ მხარესთან მიღწეული შეთანხმების დეტალებზე არ საუბრობენ და აცხადებენ, მანამ, სანამ მხარეებს შორის არ გაფორმდება ოფიციალური ხელშეკრულება. სამინისტროს მიერ გავრცელებული ცნობით, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების– იშხანისა და ოშკის– რესტავრაციის სანაცვლოდ თურქეთი საქართველოს ტერიტორიაზე არსებული თურქული კულტურული ძეგლების რესტავრაციას დაიწყებს. შეთანხმება შედგა ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენებისა და ახალციხეში მეჩეთის რესტავრაციის შესახებ.

ახალციხეში მოსახლეობის ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მეჩეთი სამლოცველოს ფუნქციით არ უნდა აღდგეს, ნაწილი კი აცხადებს, რომ ეს გამართლებული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუკი თურქეთის ტერიტორიაზე რესტავრირებულ ქართულ ტაძრებშიც აღდგება წირვა-ლოცვა.

დღესდღეობით ახალციხესა და აბასთუმანში მაჰმადიანი მესხების 26 ოჯახი ცხოვრობს.

 მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – "რეგიონული საკითხების გაშუქება" – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი "ბათუმელები" | ნეტგაზეთი.

გულო კოხოძე, ახალციხე, netgazeti

ახალი ამბები