კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო ორგანიზაციები სოფიკო ნიკოლაშვილის საქმეზე მონიტორინგს განახორციელებენ

22 თებერვალი, 2012

„ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ხელმძღვანელი, ადვოკატი ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ უფლებადაცვითი ორგანიზაციები დაპატიმრებული ჟურნალისტის, სოფიკო ნიკოლაშვილის საქმეზე მონიტორინგს განახორციელებენ.

„ეს არის სრულიად აღმაშფოთებელი ფაქტი. დაკავებული უნდა იყოს მოძალადე, რომლის მსხვერპლიც ის გახდა. თუ ასეთი უკანონო ქმედების შესახებ გახდება გამოძიებისთვის ცნობილი, გამოძიებამ ავტომატურ რეჟიმში უნდა დანიშნოს ექსპერტიზა და გამოიკვლიოს ეს ფაქტი, მაგრამ რაკი გამოძიება ამას არ აკეთებს, ჩვენ ამის გამო ვასკვნით, რომ გამოძიება არის მიკერძოებული და არაობიექტური. შესაბამისად, ამ გოგონას პატიმრობა არის უკანონო და მის მიმართ მთელი ეს საგამოძიებო პროცედურა არის დაუშვებელი. რამდენიმე ორგანიზაციის წინასწარი შეთანხმებაა, რომ ერთობლივ განცხადებას მოვამზადებთ და საქმეზე მონიტორინგს დავაწესებთ“, - განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

სოფიკო ნიკოლაშვილის საქმით გაეროს ქალთა ფონდიც დაინტერესდა.

ვრცლად: სოფიკო ნიკოლაშვილის საქმე

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები