21:01, Sunday, 19.05.2013
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მეექვსე თავდასხმა ანქვაბზე

22.02.2012
აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობის შესახებ სხვადასხვაგვარი ინფორმაცია ვრცელდება. 

მცირე ხნის წინ სააგენტო „აპსნი პრესი“ იუწყებოდა, რომ დაღუპული იყო ანქვაბის პირადი დაცვის ორი წევრი. თუმცა მოგვიანებით მხოლოდ ერთ გარდაცვლილზე გავრცელდა ინფორმაცია.

დე-ფაქტო შსს-ს ინფორმაციით, ალექსანდრე ანქვაბის ავტომობილს და მის კორტეჟს გუდაუთა-სოხუმის გზაზე 22 თებერვალს 08:30 საათზე დაესხნენ თავს. თავდაპირველად, გზაზე დადებული ფუგასი აფეთქდა, შემდეგ კი ანქვაბის ავტომობილს ახლომდებარე მთიდან ყუმბარმტყორცნიდან და ავტომატიდან გაუხსნეს ცეცხლი. ანქვაბის ავტომობილის მძღოლმა ცეცხლის ხაზის გავლა მოახერხა. თავად ანქვაბი არ დაშავებულა, თუმცა მძიმედ დაიჭრა მისი პირადი დაცვის ორი წევრი.

ანქვაბი შუადღისთვის უკვე სოხუმში, სამსახურში იმყოფებოდა და ადასტურებდა, რომ არ დაშავებულა.

დანაშაულის ადგილზე საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი გავიდა. ადგილზე მივიდნენ ასევე დე-ფაქტო შს მინისტრი ოთარ ხეცია და დე-ფაქტო გენერალური პროკურორი საფარბეი მიქანბა. სპეციალისტები ასაფეთქებელი მოწყობილობის სიმძლავრის განსაზღვრას ცდილობდნენ.

დე-ფაქტო ძალოვანების ინფორმაციით, დამნაშავეები მთებში მიიმალნენ და მათ ძებნაში სამხედრო ვერტმფრენებია ჩართული.

ეს ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის უკვე მეექსვე შემთხვევაა და დღემდე არც ერთი მათგანი არ არის გახსნილი. თავდასხმები 2005 წლიდან გრძელდება. ანქვაბი ორჯერ იყო მსუბუქად დაჭრილი.


ინტერპრესნიუსი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები


ბლოგი

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
არქივი

რედაქტორის აზრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
არქივი
    
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?
უნდა გაეთავისუფლებინათ არ უნდა გაეთავისუფლებინათ მხოლოდ ნაწილი უნდა გაეთავისუფლებინათ მიჭირს პასუხის გაცემა


თემები

კატეგორიები
Copyright © 2004 - 2013 HRIDC