ავღანეთში სამი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
23.02.2012
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 22 თებერვალს განაცხადა, რომ ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში მე-3 ქვეითი ბრიგადის 31–ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის კაპრალები ვალიკო ბერაია, რუსლან მელაძე და პაატა კაჭარავა დაიღუპნენ.
„სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ასრულებდნენ საბრძოლო ამოცანას, დაიღუპნენ საბრძოლო მანქანის აფეთქების შედეგად თალიბებთან შეტაკებისას“, – ნათქვამია მოკლე განცხადებაში.
საქართველომ უკვე 15 სამხედრო დაკარგა მას შემდეგ, რაც ქვეყანა 2009 წლის ნოემბერში ნატოს ISAF-ის მისიას შეუერთდა - ყველა მათგანი ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა და მათგან ოთხი წელს დაიღუპა.
საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის ეს ყველაზე დიდი მსხვერპლია 2010 წლის ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ნაღმის აფეთქებას ოთხი ქართველი სამხედრო ემსხვერპლა.
31–ე ქვეითთა ბატალიონი ჰელმანდის პროვინციაში უკვე მეორედ იმყოფება. ეს ბატალიონი პირველი ქართული სამხედრო შენაერთი იყო, რომელიც ჰელმანდში 2010 წლის აპრილში ექვსი თვით განთავსდა. მაშინ ბატალიონმა ხუთი სამხედრო დაკარგა.
საქართველოს პრეზიდენტმა ღრმა მწუხარება გამოთქვა ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო. „ეს ჩემთვის უმძიმესი დარტყმაა იმის გათვალისწინებითაც, რომ სულ ორი დღის წინათ ვიყავი მათთან ერთად. საკუთარი თვალით ვნახე როგორი შემართებით, სულისკვეთებითა და თავგანწირვით ასრულებდნენ ისინი მეტად სარისკო დავალებებს“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
„მათ თავგანწირვას აფასებს ქართველთა დღევანდელი თაობა და განსაკუთრებულად დააფასებს მომავალი თაობები, რადგან ისინი იცხოვრებენ გაერთიანებულ, ბევრად უფრო ძლიერ, ბევრად უფრო წელში გამართულ, წარმატებულ ქვეყანაში. ეს თქვენი - ჩვენი მებრძოლების, იმ ბიჭების დამსახურება იქნება, რომლებმაც საქართველოს უკეთესი მომავლისთვის დაღვარეს სისხლი. თითოეული იქ მყოფი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იღებს იმ გამოცდილებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიძლიერის საწინდარია“, – ნათქვამია განცხადებაში.
წელს საქართველო ქვეითთა კიდევ ერთი ბატალიონის გაგზავნას გეგმავს ავღანეთში, რომლებიც დაემატებიან იმ 936 ქართველ ჯარისკაცს, ვინც უკვე მსახურობს ნატოს ეგიდით მიმდინარე ISAF-ის ოპერაციაში. დამატებითი ბატალიონის გაგზავნის შემდეგ – რაც 749 სამხედროს შეადგენს – საქართველო ნატოს ის არაწევრი სახელმწიფო იქნება, რომელსაც ყველაზე მეტი სამხედრო ეყოლება ავღანეთში.
სივილ ჯორჯია
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
მარნეულის რაიონში მოსული ახალი გუნდი ხელფასის ოდენობის პრემიებს იღებს
შსს: ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა მომზადების სტადიაზე იქნა აღკვეთილი
ირაკლი ღარიბაშვილი - თალიბების სახელით გავრცელებული ვიდეო საქართველოდან არის ატვირთული
თბილისში დარღვევით განხორციელებული მშენებლობების მწარმოებელი პირები ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან
ახალაიას საქმეზე სენაკის ბრიგადის 11 თანამშრომელი დაიკითხა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?

