კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმარი გოჩა არჩაია უყურადღებობით გარდაიცვალა

23 თებერვალი, 2012

Humanrights.ge

22 თებერვალს გლდანის  #18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გარდაიცვალა 41 წლის პატიმარი, გოჩა არჩაია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დრომდე უკიდურესად მძიმე იყო. პატიმარს რამდენიმე მძიმე დაავადება ჰქონდა, მაგრამ ამის მიუხედავად,  მას არ ათავისუფლებდნენ.

გოჩა არჩაია მკურნალობდა შემდეგი დიაგნოზით: ფილტვების კეროვანი ტუბერკულიოზი ინფილტრაციის ფაზაში, აივ ინფექცია შიდსი c3 კატეგორია, განლევის სინდრომი, გახანგრძლივებული დიარეა; ქრონიკული c ვირუსული ჰეპატიტი; ქრონიკული ფრინგიტი. 2010 წლის 10 თებერვალს სამედიცინო კონსილიუმის გადაწყვეტილებით, ავადმყოფი ჩაერთო ანტიტუბერკულიოზურ მკურნალობაში.

პატიმრის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო ანდრიაშვილი იცავდა.  მისი თქმით,  შიდსის საწინააღმდეგო თერაპია გოჩა არჩაიამ თვითნებურად შეწყვიტა, რადგან როგორც თავად აცხადებდა, მკურნალობისას პრეპარატებს ჰქონდა ისეთი გვერდითი მოვლენები როგორიცაა: სისუსტე, თავბრუსხვევა, კიდურების ტკივილი და მოძრაობის გაძნელება. ამ ინფორმაციას ადასტურებს ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი.

მსჯავრდებული ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და იმუნოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დისპანსერულ განყოფილებაში აღრიცხვაზე 2005 წლის 24 ნოემბრიდან იმყოფებოდა. ბოლო ლაბორატორიული გამოკვლევები მას 2010 წლის 16 მარტს ჩაუტარდა და განესაზღვრა დიაგნოზი: აივ ინფექცია/შიდსი, c3 კატეგორია; აქტიური ტუბერკულოზური ინფექცია, ქრონიკული C ვირუსული ჰეპატიტი .

შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მიღებული ბრძანება #72/ნ-ის მე-13 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მოხდისგან გასანთავისუფლებლად წარდგენის საფუძველს წარმოადგენს: აივ ინფექცია შიდსი განლევის სინდრომით.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატმა - ნინო ანდრიაშვილმა ჯერ კიდევ 2011 წლის 22 სექტემბერს მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი კომისიას გოჩა არჩაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად და მისი სასჯელისაგან გათავისუფლების მოთხოვნით. კომისიას ერთი თვის ვადაში უნდა მიეღო გადაწყვეტილება, მაგრამ ადვოკატის დაინტერესების მიუხედავად, საქმე დღემდე არ განხილულა.

მსჯავრდებული ადვოკატთან შეხვედრისას ითხოვდა, რომ მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, ცხოვრების ბოლო დღეები გაეტარებინა მის ოჯახთან შვილებთან და მეუღლესთან ერთად.

ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია პატიმრებისადმი უგულისყურო დამოკიდებულებით და უყურადღებობით, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი კომისიას. იმედია, პატიმარ გოჩა არჩაიას გარდაცვალების ფაქტი უკანასკნელი იქნება და სამომავლოდ კომისია შეასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს - დროულად შეისწავლის მსგავს საქმეებს და სწრაფად მიიღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებებს.

ახალი ამბები