კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მედვედევმა ქართველ ბლოგერებს „ფეისბუქის“ გვერდი დაუბლოკა

24 თებერვალი, 2012

რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა ქართველ ბლოგერებს "ფეისბუქის" გვერდი დაუბლოკა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ქართველმა ბლოგერებმა მედვედევის გვერდზე საქართველოს ოკუპაციის საკითხზე საპროტესტო განცხადებები დაწერეს.

აქციის ინიციატორის, ბლოგერ გიორგი ჯახაიას განცხადებით, ბლოგერებმა გადაწყვიტეს, რუსეთში "მამულის დამცველთა დღესთან" დაკავშირებით მედვედევის გვერდზე საოკუპაციო ჯარების გაყვანის მოთხოვნის შემცველი კომენტარები შეთანხმებულად დაედოთ. მათ წინასწარ მოილაპარაკეს, რომ არც ერთი კომენტარი ეთიკის საზღვრებს არ გასცდებოდა. მას შემდეგ, რაც კომენტარებმა რამდენიმე ასეულს გადააჭარბა, პრეზიდენტის "ფეისბუქის" გვერდიდან მათი წაშლა დაიწყეს, თუმცა, კომენტარი იმდენი იყო, რომ წაშლასაც ვეღარ აუდიოდნენ, ამიტომ 17.00 საათზე პრეზიდენტის გვერდი საქართველოს ინტერნეტმომხმარებელთათვის დაბლოკეს.

იხილეთ ბმული: დიმიტრი მედვედევმა ქართველ ბლოგერებს "ფეისბუქის" გვერდი დაუბლოკა

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები