კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრივატიზებასთან დაკავშირებით ქალაქის მთავრობის კომპეტენციები იზრდება

24 თებერვალი, 2012

თბილისში არსებული ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებით, ქალაქის მთავრობის კომპეტენციები იზრდება. ცვლილება „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ კანონში შედის.

კანონის მოქმედი რედაქციით, პრივატიზებასთან დაკავშირებით, ქალაქის მთავრობას მხოლოდ ადგილობრივი საკუთრების ქონების პრივატიზება და მართვა, ამ ქონების დაცვა და მოვლა-პატრონობა ევალება.

კანონპროექტით კი, ქალაქის მთავრობის ფუნქციებს, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის განსაზღვრაც ემატება.

ამას გარდა, ქალაქის მთავრობის კომპეტენციებს ემატება პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მიმღები პირის ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორია დეპუტატი ვახტანგ ბალავაძე.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები