კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსეთი იმუქრება, რომ საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნების დასასჯელად საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტებს გამოიყენებს

27 თებერვალი, 2012

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამოძიებას აგრძელებს. ოფიციალურ ინფორმაციას კომიტეტის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, გამოძიების მსვლელობისას მიღებულია მტკიცებულებები ე.წ. სამხრეთ ოსეთში პიროვნების, მშვიდობისა და კაცობრიობის უსაფრთხოების წინააღმდეგ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის მონაწილეობის შესახებ. აქვე მოყვანილია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლები. თუმცა, უწყება ასევე აღნიშნავს, რომ უცხოეთის იურისდიქციისგან სახელმწიფო თანამდებობის პირების დაცვის იმუნიტეტის გამო ამ პირების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა ვერ ხერხდება.

„ამასთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომიტეტი დგამს ნაბიჯებს, რათა დამნაშავეების დასასჯელად საერთაშორისო სისხლის სამართლის  ინსტიტუტები გამოიყენოს“, -  აცხადებს რუსეთის საგამოძიები კომიტეტი.

უწყება ასევე აცხადებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოში შეტანილ სარჩელში საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ფედერაციას დაუსაბუთებლად ადანაშაულებს, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს რუსი სამხედროების მიერ თითქოსდა ჩადენილი დანაშაულების არაეფექტურად გამოძიებაში.

„კონფლიქტის ზონაში დანაშაულების გამოვლინებისა და აღკვეთის დროს, რუსი სამხედროებისა და რუსეთის მოქალაქეებისთვის არანაირი გამონაკლისი არ გაკეთებულა. ამიტომ, საქართველოს მოქალაქეების მიმართ ნებისმიერი დანაშაულის შემთხვევაში აღნიშნულ ქმედებებს დადგენილი წესით დაუყოვნებლივ მიეცემოდა შეფასება. თუმცა, მოწმის სახით ქართველ სამხედროებს, ასევე მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის ეთნიკურ ქართველებს, რუსი სამხედრო მოსამსახურეების მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ არ განუცხადებიათ“, - აცხადებს ვლადიმერ მარკინის უწყება.

კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ 2009 წლიდან 2011 წლამდე ამ უწყებაში შევიდა სხვადასხვა უფლებადამცველი ორგანიზაციის საჩივრები შეიარაღებული კონფლიქტის დროს რუსი სამხედროების მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევების შესახებ;  ყველა მიმართვა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მოწმდება. კომიტეტის ინფორმაციით, დამატებითი მასალების მიღების მიზნით საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს 5 მიმართვა გაუგზავნა, მაგრამ არც ერთ მიმართვაზე პასუხი არ მიუღია.

„თანამშრომლობაზე ქართული მხარის უარის მიუხედავად, საგამოძიებო კომიტეტში საქართველოს მოქალაქეების ყველა განცხადებას და მიმართვას დეტალურად შეამოწმებენ, განხილვის შედეგების მიხედვით მოხდება შესაბამისი სამართლებრივი შეფასება“, - ნათქვამია კომიტეტის ინფორმაციაში.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები