კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს პრეზიდენტის Facebook-ის პირად გვერდზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა

27 თებერვალი, 2012

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის Facebook-ის პირად გვერდზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა.

კერძოდ, 24 თებერვალს  საღამოს საათებში პრეზიდენტის გვერდზე დიდი რაოდენობით შეტყობინებების მისვლა დაიწყო. მიხეილ სააკაშვილის Facebook-ის პირად გვერდზე წუთში რამდენიმე ათეულ შეტყობინება მიდიოდა. მეორდებოდა ერთი და იმავე შინაარსის რამდენიმე შეტყობინება. კერძოდ, მესიჯებში ნათქვამი იყო, რომ „მიხეილ სააკაშვილი ეროვნებით სომეხია, მისი მეუღლე თანამშრომლობს ამერიკულ სპეცსამსახურებთან, ქართველი ხალხი ძალიან კარგია და უკეთესი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს“.

თავდაპირველად შეტევა, დაახლოებით, 1,5 საათს გრძელდებოდა; ნახევარსაათიანი ინტერვალის შემდეგ კი, ნახევარი საათის განმავლობაში ისევ გაგრძელდა. ყველა შეტყობინება შედგენილი იყო რუსულ ენაზე და მოგვიანებით ყველა მათგანი გაქრა. ამ დროისთვის პრეზიდენტის პირად გვერდზე შეტევა შეწყვეტილია.

კიბერშეტევის ფაქტი „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ირმა ნადირაშვილმაც დაუდასტურა. მისი ინფორმაციით, საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის განმარტებით, ეს იყო კომპიუტერული პროგრამით გამოგზავნილი შეტყობინებები.

ამასთან, აღნიშნულ შეტევას წინ უძღოდა 23 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის Facebook-ის პირად გვერდზე ქართველი ბლოგერების აქტიურობა, რის შემდეგაც ისინი დაბლოკეს.

ეს არ არის ქართულ ოფიციალურ ვებგვერდებზე, მათ შორის პრეზიდენტის ვებგვერდზე კიბერშეტევის პირველი შემთხვევა. განსაკუთრებულად ინტენსიური შეტევა ქართულ ვებ-გვერდებზე 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების წინ განხორციელდა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები