კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გელა მთივლიშვილს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპები არ დაურღვევია

27 თებერვალი, 2012

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ 26 თებერვალს რომან ქევხიშვილის განცხადება არ დააკმაყოფილა  და  გადაწყვიტა, რომ  „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ (Ick.ge) ხელმძღვანელმა გელა მთივლიშვილმა ქარტიის მეათე პრინციპი არ დაარღვია. საქმე ეხება  28 იანვარს Ick.ge-ზე გამოქვეყნებულ მასალას „დედოფლისწყაროს გამგებელი თაფლობის თვის გასატარებლად  დუბაიში იმყოფება“. რომან ქევხიშვილის მოსაზრებით, ამ სტატიაში დარღვეული იყო ეთიკის ქარტიის მე-10 პრინციპი, სადაც ნათქვამია „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“.

რომან ქევხიშვილი მიიჩნევდა, რომ გამგებლის საქორწინო მოგზაურობა მაშინ იქნებოდა განსაკუთრებული ინტერესის საგანი, თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდებოდა.

ქარტიის საბჭოს სხდომას არ დასწრებია არც განცხადების ავტორი და არც მოპასუხე მხარე. გელა მთივლიშვილმა საბჭოს წევრებს გამოუგზავნა შეპასუხების წერილი, სადაც ნათქვამია, რომ მასალის გამოქვეყნების მომენტში, 28 იანვარს, მას აღარ ეკავა რედაქტორის პოსტი „კახეთის საინფორმაციო ცენტრში“. მთივლიშვილის თქმით, ის რჩება მხოლოდ შპს „ცენტრი - იმედის“ დირექტორად, რომლის პროექტიცაა Ick.ge. მისივე განმარტებით, ის აღარ ერევა საინფორმაციო სამსახურის მუშაობაში. წერილს თან ახლავს გელა მთივლიშვილის მიერ 9 იანვარს გაცემული ბრძანება, Ick.ge-ს რედაქტორის თანამდებობაზე მანანა აშკარელიშვილის დანიშვნის შესახებ.

ამ ცვლილების შესახებ გელა მთივლიშვილს ქარტიის საბჭოსთვის არ უცნობებია იმ დროს, როდესაც რომან ქევხიშვილის განცხადება დასაშვებობის ეტაპს გადიოდა. რადგან ქარტიის სამი წევრის მიერ აღნიშნული განცხადება განსახილველად უკვე დაშვებული იყო, მსჯელობა გააგრძელეს და გადაწყვეტილებაც გამოიტანეს.

საბჭოს წევრებმა მიიჩნიეს, რომ გამგებლის საქორწინო მოგზაურობის მიმართ საზოგადოებრივ ინტერესი არსებობს, ვინაიდან ის განკარგავს საჯარო ფინანსებს და მისი მეუღლეც ამავე გამგეობაში მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს ხელმძღვანელია.

Media.ge

ახალი ამბები