კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა კიკვიძის ბაღის გაჩეხვის ნებართვა გაასაჩივრა

27 თებერვალი, 2012

ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა, რომელიც აქტიურად აპროტესტებს კიკვიძის ბაღში ხეების გაჩეხვას და მათ ადგილას პოლიციის შენობის აშენებას, ქალაქ თბილისის მერიაში ადმინისტრაციული სარჩელი შეიტანა.

როგორც ეკოლოგიური სამართლის ცენტრის იურისტმა, ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, 24 თებერვალს ორგანიზაციამ თბილისის მერიიდან მიიღო კიკვიძის პარკთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. ამ საბუთებში აღნიშნულია, რომ #07/15396-13 სამართლებრივი აქტით, თბილისის არქიტექტურის სამსახური თბილისის პოლიციის სამმართველოს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს, ახალი ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად კიკვიძის ბაღში შემოღობვის, დროებითი ნაგებობების ჩადგმისა და მიწის სამუშაოების განხორციელების უფლებას აძლევს.

ეკოლოგიური სამართლის ცენტრი თბილისის არქიტექტურის სამსახურის #07/15396-13 სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას მოითხოვს. ცენტრი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება კანონს და არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

Humanrights.ge

ახალი ამბები