კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლებმა ჟურნალისტს მუშაობისას ხელი შეუშალეს

28 თებერვალი, 2012

27 თებერვალს ყვარელში, სადაც პრეზიდენტ სააკაშვილს ახლადაშენებული საავადმყოფო უნდა დაეთვალიერებინა, საქართველოს პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტს მუშაობის უფლებას არ აძლევდნენ.
 
ჟურნალისტ ნათია დანელიშვილის თქმით, მან საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე პრეზიდენტის დასახვედრად მიყვანილი ადამიანების ჩაწერა სცადა, მაგრამ პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, მას გადაღებული მასალის წაშლა და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

პრეზიდენტის ვიზიტის სრულყოფილად გასაშუქებლად კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ყვარელში დამატებით კიდევ ორი კორესპონდენტი გაგზავნა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს უშლიან. 2011 წლის 2 სექტემბერს, მათ, გრემში პრეზიდენტის ვიზიტის დროს, ჟურნალისტი ნათია დანელიშვილი 40 წუთის განმავლობაში დაკავებული ჰყავდათ. ამ ფაქტზე არანაირი რეაგირება არ მომხდარა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები