კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვინ და როგორ დაახვედრეს მიშას ყვარელში

28 თებერვალი, 2012

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ახალი საავადმყოფო დაათვალიერა. პრეზიდენტმა საავადმყოფოს ეზოში შეკრებილ ხალხსაც მიმართა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სააკაშვილს ძირითადად საჯარო მოსამსახურეები, მასწავლებლები, სკოლის მოსწავლეები და საბავშვო ბაღების თანამშრომლები დაახვედრა.

ათასზე მეტი ადამიანი სამარშრუტო ტაქსებით ყვარლის რაიონის სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოიყვანეს. მოქალაქეებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში დაადასტურეს, რომ საჯარო მოსამსახურეები იყვნენ და მათი მგზავრობის ხარჯები გამგეობის ტერიტორიულმა ორგანომ გაიღო.

პრეზიდენტის დასახვედრად საავადმყოფოს წინ ხალხის შეკრება დაახლოებით 15:00 საათზე დაიწყეს. თავიდან მარშუტკებს მგზავრები პირდაპირ საავადმყოფოსთან მიჰყავდათ, მაგრამ მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ კახეთის საინფორმაციო ცენტრი მარშუტკებით ჩამოყვანილ ხალხს იღებდა, პოლიციამ მძღოლებს სამარშრუტო ტაქსების სხვა ადგილზე გაჩერება მოსთხოვა.

„აქ ნუ აჩერებთ მარშუტკებს, იქით გაჩერდნენ, თვითონ იციან სადაც,“ - გადასძახა პოლიციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა თანამშრომლებს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მარშუტკების ახალ „გაჩერებას“ საავადმყოფოდან დაახლოებით 400 მეტრის მოშორებით, ყვარლის შესასვლელში მიაგნო. ხალხის ჩასვლის შემდეგ მძღოლები მანქანებს კიდევ უფრო მოშორებით, მოფარებულ ადგილზე აჩერებდნენ.

მასწავლებლების და მოსწავლეების მობილიზაციას ყვარლის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი ქეთევან ჭიპაშვილი ხელმძღვანელობდა, სხვა საჯარო მოსამსახურეების მობილიზაციას კი ყვარლის გამგებელი ბესიკ ზანდარაშვილი და მისი მოადგილე გია ცინცაძე ხელმძღვანელობდნენ.

ვიდეო

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები