კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალი საიტის პრეზენტაცია და სემინარი

ახალი საიტის პრეზენტაცია და სემინარი

29 თებერვალს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ადამიანის უფლებათა ცენტრი და „ოსლოს კოალიცია რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებაზე“ აწყობენ ახალი საიტის -  http://www.religiebi.info/ პრეზენტაციას და სემინარს „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ახალი ცვლილებები რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ: მოლოდინები და შედეგები“.

სემინარზე სიტყვით გამოვლენ: ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, უჩა ნანუაშვილი, „ოსლოს კოალიცია რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებაზე“ წარმომადგენელი დაგ ნიგარდი და საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში.
 
სემინარზე მიმოხილული იქნება საქართველოს ხელისუფლების, რელიგიური ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შეტანილ ახალ ცვლილებებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, საუბარი იქნება არსებულ გამოწვევებზე და გაიმართება დისკუსია. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი