კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავის რეაბილიტაციის პროექტი ხელმისაწვდომი არ არის

29 თებერვალი, 2012

თელავის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ფარგლებშიც ერეკლე მეფის სასახლის რეკონსტრუქციაც იგეგმება, ხელმისაწვდომი არ არის. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა პროექტი ვერც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან და ვერც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან ვერ მიიღო.

„პრესსამსახურის ორივე თანამშრომელი მივლინებაშია. კანცელარიაში პროექტი არ გვაქვს. როცა გვექნება, ვებგვერდზე ავტვირთავთ“, - აღნიშნა მუნიციპალური განვითარების ფონდის თანამშრომელმა ნინო ფხაკაძემ.

არაერთი მიმართვის მიუხედავად, პროექტი არ მოგვაწოდეს არც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან. სამინისტროს თანამშრომლები ორი დღეა გვპირდებიან, რომ გაარკვევენ, პროექტს სად გავეცნოთ, მაგრამ ახლა კახეთის საინფორმაციო ცენტრის სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობენ.

პროექტი არც თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აქვთ, არადა თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის პეტრე კიკნაძის განცხადებით, ტენდერის შედეგად გამარჯვებული ორგანიზაციები უკვე გამოვლინდნენ და სამუშაოები 15 მარტს დაიწყება. გამგებლის მოადგილის ვაჟა ზუროშვილის განცხადებით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე ქუჩის და ერეკლე მეფის სამუზეუმო კომპლექის რეაბილიტაცია. რეაბილიტაციის შემდეგ ერეკლეს სასახლე ნაწილობრივ შეიცვლება. თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა გურამ ურჩუხიშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ ერეკლე მეფის სასახლე მემორიალის მეორე სართულზე ბანის სახით აივნები გაკეთდება. ურჩუხიშვილის თქმით, რეაბილიტაციის პროექტი არც მას აქვს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი თელავის რეაბილიტაციის პროექტით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც „ფეისბუქში“ თელავის ისტორიული მუზეუმის გვერდზე ბატონის ციხის რეაბილიტაციის ერთ-ერთი პროექტის ფოტომასალა გავრცელდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები