კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი 2011 წლის საპროტესტო აქციების მონიტორინგის შედეგებს წარმოადგენს

ადამიანის უფლებათა ცენტრი 2011 წლის საპროტესტო აქციების მონიტორინგის შედეგებს წარმოადგენს

3 თებერვალს, სასტუმრო Holiday inn-ში 10:00 საათიდან 13:00 საათამდე გაიმართება მრგვალი მაგიდა. ადამიანის უფლებათა ცენტრი წარმოადგენს საქართველოში შეკრების თავისუფლების პრაქტიკული განხორციელების მონიტორინგის შედეგებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში - „საქართველოში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების მონიტორინგი“ მოიცავს მონიტორინგის პერიოდს 2011 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე.

ანგარიშში საუბარია ამ პერიოდში ჩატარებულ საპროტესტო აქციებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე, მათ შორის: „აგვისტოს ხუთი დღის“ პრემიერის დღეს დემონსტრაციის აღკვეთის ფორმებზე; გმირთა მოედანზე ვეტერანთა შიმშილობის აქციის ჩახშობაზე; „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზე; 26 მაისის მასშტაბური საპროტესტო აქციის დაშლაზე და ა. შ.

ანგარიშში წარმოდგენილია შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და ემპირიული საკითხების ანალიზი; ასევე - ქვეყანაში ბოლოდროინდელი ტენდენციის მიმოხილვა.

ანგარიში ეფუძნება საქართველოს 5 ქალაქიდან და რეგიონული ცენტრიდან 25 მონიტორის მიერ მოწოდებულ ემპირიულ მონაცემებს. მონიტორებმა გაიარეს OSCE/ODIHR-ისა და ევროსაბჭოს ექსპერტების მიერ შეკრების თავისუფლების შესახებ ჩატარებულ ტრენინგები.

პროექტი - „საქართველოში უფლებადამცველების უნარების განვითარება შეკრების თავისუფლების მონიტორინგის შესახებ“ განხორციელდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის OSCE/ODIHR, ასევე - ევროპის საბჭოს მხარდაჭერით.

პროექტის მიზანი იყო, დახმარებოდა უფლებამდაცველებს, განევითარებინათ საქართველოში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების მონიტორინგის უნარები.

ადამიანის უფლებათა ცენტრი