კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოქროსა და სპილენძის მოპოვებაზე ლიცენზია სამი კვირის წინ დარეგისტრირებულმა კომპანიამ მიიღო

2 მარტი, 2012
ბუნებრივი რესურსების სააგენტომ ქვემო ქართლის რეგიონში ოქროს, სპილენძის და ბარიტის მოპოვების ლიცენზია 29 თებერვალს 110.5 მილიონ ლარად გაყიდა. ამის შესახებ ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული სააგენტო იტყობინება.

27–წლიანი ლიცენზია კომპანია Mining Investments LLC –მა მოიპოვა, რომელიც აუქციონის ერთადერთი მონაწილე იყო.

კომპანია საქართველოში 2012 წლის 13 თებერვალს დარეგისტრირდა – დაახლოებით ერთ თვეში მას შემდეგ, რაც ბუნებრივი რესურსების სააგენტომ 19 იანვარს წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია აუქციონზე გაიტანა.

Mining Investments LLC –ის 100%-იანი წილის მფლობელი ალვიდას ბრუსოკასია - ლიტვის მოქალაქე, რომელიც სანკტ–პეტერბურგში ცხოვრობს.

ლიცენზია ბოლნისის და დმანისის რაიონებში ოქროს, ბარიტის და სპილენძის საბადოებს მოიცავს 1 200 ჰექტარზე მეტ ფართოფს.

ამჟამად საბადოებზე სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის უფლებას კომპანია „მადნეული“ ფლობს, რომელიც GeoProMining Group–ის შვილობილი კომპანიაა; ეს უკანასკნელი მანამდე რუსული „პრომიშლენნიე ინვესტორი“–ს შემადგენლობაში შედიოდა. GeoProMining Group–ის აქციონერი რუსი მეწარმე სიმონ პოვარენკინია. ეს კომპანია ოქროსა და სპილენძის მოპოვების ბიზნესს სომხეთსა და რუსეთშიც ახორციელებს.

„მადნეულის“ ლიცენზია 2014 წლის აპრილში იწურება და ახალი ლიცენზიის მფლობელი  – Mining Investments LLC–ი მას ამ პერიოდიდან ჩაანაცვლებს. თუმცა, ამჟამინდელი მფლობელი ლიცენზიაზე უარს ვადის ამოწურვის დღემდე თუ იტყვის, ახალ მფლობელს შესაძლებლობა ექნება, ერთი თვის ვადაში ჩაანაცვლოს ის.

Mining Investments LLC –მა 110.5 მილიონი ლარი არაუგვიანეს 2012 წლის 1 ივნისისა უნდა გადაიხადოს.

2011 წლის ოქტომბერში ბუნებრივი რესურსების სააგენტომ ბოლნისის, მარნეულის, დმანისის, წალკის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში სასარგებლო წიაღისეულის, მათ შორის ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალების და ბარიტის შესწავლა–მოპოვების ლიცენზია აუქციონზე 93.5 მილიონ ლარად გაყიდა. ლიცენზია კომპანია „კავკასიის სამთო ჯგუფმა“ შეიძინა, რომელიც კვიპროსში დარეგისტრირებული Pamtilon Holdings Limited–ის შვილობილი კომპანიაა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, გასულ წელს საქართველომ 109.8 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული ოქრო გაიტანა ექსპორტზე, რაც ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 5%–ს შეადგენს; სპილენძის მადნების და კონცენტრატების ექსპორტის ღირებულებამ 85.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 3.9%–ია.

სივილ ჯორჯია, ორიგინალი

ახალი ამბები