კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლების გადახდაზე შეთანხმება შესაძლებელია

2 მარტი, 2012
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლების გადახდის თაობაზე, შეთანხმების დადება შესაძლებელია. ამასთან დაკავშირებით ცვლილება „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლების შესახებ კანონში“ პარლამენტმა 2 მარტს მესამე მოსმენით შეიტანა.

მიღებული გადაწყვეტილებით, შემოღებულია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლების გადახდის თაობაზე შეთანხმების დადება. შეთანხმება მოსაკრებლის გადახდაზე პასუხისმგებელ პირსა და ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შორის დაიდება.

აღნიშნული შეთანხმებით შესაძლებელი იქნება, პასუხისმგებელი პირის მიერ განცხადების შეტანის მომენტისთვის გადასახდელი მოსაკრებლების ოდენობის განსაზღვრა, შემცირება, ან/და მისი გადახდის გადავადება მთლიანად ან ნაწილობრივ. ასევე, შესაძლებელი იქნება, გადასახდელის სხვა ვალდებულებით ჩანაცვლება.

ამას გარდა, შეთანხმების საგანი შეიძლება იყოს მომავალ პერიოდებში გადასახდელი მოსაკრებლების ოდენობის განსაზღვრა, მისი გადახდის ვადის განსაზღვრა მთლიანად ან ნაწილობრივ, ასევე, გადავადება ან/და სხვა ვალდებულებით ჩანაცვლება.

შეთანხმების დადებისას, მოსაკრებლების გადახდის გადავადება თუ განაწილვადება არა უმეტეს 3 წლით, წლიური 4% სარგებლით უნდა განხორციელდეს, ხოლო სამ წელზე მეტი ვადით - არანაკლებ წლიური 4%-ით.

შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებელ პირს დაეკისრება გადაუხდელი თანხის 0.5 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე, მაგრამ არა უმეტეს შეთანხმებით გადასახდელად განსაზღვრული მთლიანი თანხის 10 პროცენტისა.

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლების გადახდის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული შეთანხმების გასაჩივრება დასაშვები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ხელმოწერილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.

ამასთან, ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შეეძლება უარი თქვას შეთანხმების გაფორმებაზე, თუმცა ვალდებული არ იქნება მისი უარი დაასაბუთოს.

შეთანხმებაზე საბოლოო გადაწყვეტილება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უნდა მიიღოს. მისივე ბრძანებით, განისაზღვრება გადასახდელი თანხის ოდენობა, გადახდის ვადა და სარგებლის წლიური განაკვეთის ოდენობა.

ინტერპრესნიუსი


ახალი ამბები