კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონტროლის პალატის მოთხოვნაზე „ქართულ ოცნებაში“ გახალისდნენ

2 მარტი, 2012
2 მარტს საქართველოს კონტროლის პალატამ პოლიტიკურ პარტიებს 2012 წლის ფინანსური ანგარიშის წარდგენისაკენ მოუწოდა.

მიმდინარე ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარსადგენად პარტიებს კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი ნათია მოგელაძე 3-დღიან ვადას აძლევს.

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრს, ზვიად ძიძიგურს კონტროლის პალატის მოთხოვნა საინტერესოდ და სახალისოდ ეჩვენება.

როგორც ძიძიგურმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოთხოვნაზე კოალიციაში გაერთიანებული პარტიები იმსჯელებენ და საბოლო პასუხს მოგვიანებით გაავრცელებენ. თუმცა, ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ 2012 წლის მარტში მიმდინარე წლის ფინანსური ანგარიშის მოთხოვნა ნონსენსია.

„კონტროლის პალატა გაერთო და ძალიან საინტერესოდ იქცევა. პოლიტიკურ პარტიებს ალბათ მეტი საქმე აღარ გვაქვს, რომ კონტროლის პალატას ყოველდღე ანგარიში უნდა ვუგზავნოთ. ასეთი ტიპის ბიუროკრატია და დატვირთვა პოლიტიკური პარტიებისადმი დედამიწის ზურგზე არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს. ჩვენი კონტროლის პალატა კი ძალიან საინტერესოდ და სახალისოდ იქცევა“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ინტერპრესნიუსი


ახალი ამბები