კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნიკოლოზ დეისაძე: „გვირგვლიანი ნარკომანი როცა გარდაიცვალა გმირად შერაცხეს“

5 მარტი, 2012

„გვირგვლიანი ნარკომანი როცა გარდაიცვალა გმირად შერაცხეს... კარგით რა სირცხვილია! „თუ ვინმე მოკვდება ყველა გმირად უნდა შერაცხოთ?“ - ეს პოსტები ნიკოლოზ დეისაძეს ეკუთვნის. ის იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომელია.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მოძიებული ინფორმაციით, ნიკოლოზ დეისაძე იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში რამდენიმე კვირაა რაც მუშაობს. მანამდე ის ქუთაისის სპორტული სკოლების გაერთიანებაში მუშაობდა სპეციალისტად. ცოტა ხნის წინ კი ის იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ დააწინაურა და სამხარეო ადმინისტრაციაში, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროს სპეციალისტად დანიშნა.
 
ნიკოლოზ დეისაძემ თავისი პოსტი ხაშურში სოლომონ ქიმერიძის საეჭვო გარემოებაში გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები