კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოსო ქიმერიძის საქმის გამოძიების მოთხოვნით სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს

5 მარტი, 2012

ხაშურის ცენტრალურ მოედანზე, ხაშურის პოლიციის შენობასთან სტუდენტური ორგანიზაცია „ლაბორატორია 1918“-ის წევრებმა სოლომონ ქიმერიძის საქმის გამოძიების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.

ახალგაზრდების მთავარი მოთხოვნა გამოუძიებელი საქმეების გასაჯაროება იყო. აქციის მონაწილეთა თქმით, ფაქტია, რომ სოსო ქიმერიძე პოლიციის ხელში გარდაიცვალა და მათ არ სჯერათ ოფიციალური ვერსიის, რომლის თანახმად, ქიმერიძე კიბეზე დაგორდა.

აქციას ჰქონდა თეატრალიზებული სახე. ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები პოლიციის შენობასთან მივიდნენ სასტვენებით და მიიტანეს სხვადასხვა შინაარსის პლაკატები. გარდა ამისა, მათ პოლიციის შენობასთან იმღერეს გადაკეთებული პოლიციის ჰიმნი, შემდეგი სიტყვებით: „პრეზიდენტო, მე პირობა მომიცია, გემსახურო უსამართლო ბრძოლაში. სისტემისთვის თავს გაწირავს პოლიცია, ხალხი მუდამ უნდა იყოს კომაში. შიში გვმართებს რეჟიმის, სახეზეა შედეგი. თუ შენც არ გაჩუმდები, შენ იქნები შემდეგი“.

როგორც ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, ეს სიტყვები ასახავს რეალობას და ნებისმიერი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს სოსო ქიმერიძის მდგომარეობაში.

ვიდეო

პალიტრა.ტვ

ახალი ამბები