კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პუტინის თქმით, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით რუსეთი უკან არ დაიხევს

6 მარტი, 2012

რუსეთი აფხაზეთთნ და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით თავის პოლიტიკას არ შეცვლის, განაცხადა ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც 4 მარტს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

როდესაც მას არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ჰკითხეს იქნებოდა, თუ არა რაიმე ცვლილება მოსკოვის პოლიტიკაში სოხუმის და ცხინვალის მიმართ მისი კრემლში დაბრუნების შემდეგ, „რია ნოვოსტის“ ცნობით, პუტინმა უპასუხა: „ეს გამორიცხულია. უკან არ დავბრუნდებით“.

„განურჩევლად იმისგან, ვლადიმერ პუტინი თავის პოლიტიკას შეცვლის თუ არა, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ზეწოლა ადრე თუ გვიან მაინც გამოიღებს შედეგს“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ 5 მარტს.

გავრცელებული ინფორმაციით, პუტინმა სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ხმების 90%–ზე მეტი მიიღო. 
   
სეპარატისტული რეგიონების ბევრ მაცხოვრებელს რუსული პასპორტები და შესაბამისად, რუსეთის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ. საარჩევნო უბნები ასევე გაიხსნა იმ ათასობით რუსი სამხედროსთვის, რომლებიც სეპარატისტულ რეგიონებში არიან განთავსებული.

ცხინვალის ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, კვირას რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო უბნებზე 15 839 ამომრჩეველი მივიდა და 92.7%–მა პუტინს მისცა ხმა.

„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, სეპარატისტულ აფხაზეთში 74 135 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და 90.9%–მა პუტინს მისცა ხმა.

პუტინის ამომრჩევლებს შორის იყო ასევე აფხაზეთის ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი. მისი თქმით, მან ეს „სიამოვნებით“ გააკეთა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა ორშაბათს, რომ ანქვაბის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იგი „რეალურად მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელიც არ არის, არამედ პირდაპირ წარმოადგენს საოკუპაციო ძალების წარმომადგენელს“.

სივილ ჯორჯია

ახალი ამბები