კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

26 მაისს დაზარალებული ჟურნალისტები შსს-ს ინფორმაციის გასაჯაროებას სთხოვენ

6 მარტი, 2012

26 მაისს დაზარალებულ ჟურნალისტებსა და ორგანიზაციებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ 5 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი  შეაქვთ და მინისტრის იმ ბრძანების გასაჯაროებას მოითხოვენ, რომლის საფუძველზეც სამინისტრომ სამსახურიდან 4 თანამშრომელი დაითხოვა.  მათ ინტერესებს ადვოკატები: ნათია კაპანაძე და თამარ კორძაია იცავენ.

მოსარჩელე მხარე: („ნეტგაზეთის“ ჟურნალისტები კონსტანტინე სტალინსკი და თამაზ კუპრეიშვილი, „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი ნატო გოგელია, „გაზეთ ბათუმელების“, „ჩოხატაურის მაცნეს“, „ახალი ამბების“, „რადიოცენტრ პლიუსის“ ჟურნალისტები) მიიჩნევს, რომ ინფორმაციის გასაიდუმლოება  უკანონოა.

როგორც მოსარჩელე მხარის ადვოკატმა ნათია კაპანაძემ   media.ge-ს განუცხადა,  კანონის თანახმად გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ  საჯარო რეესტრის ბაზაში შეაქვთ  და „განცმხადებელს აქვს უფლება მოითხოვოს ინფორმაცია, თუ ვინ გასცა ბრძანება ინფორმაციის გასაიდუმლოების თაობაზე“.

განმცხადებლებმა  2011 წლის 1 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  მიმართეს. ისინი ითხოვნდნენ გაცნობოდნენ მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანებას, რომლის საფუძველზეც სამინისტრომ სამსახურიდან  ოთხი თანამშრომელი დაითხოვა, ჩამოაქვეითა ერთი თანამშრომელი, სასტიკი საყვედური გამოუცხადა სამ თანამშრომელს, ხოლო საყვედური - რვა თანამშრომელს.  განმცხადებლებს ასევე აინტერესებდათ მიმდინარეობდა თუ არა მოკვლევა 2011 წლის 26 მაისს აქციის  დაშლის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლების მხრიდან დისციპლინური წესდების დარღვევის ან/და სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამო.

თუმცა, როგორც შინაგან საქმეთა სამინიტრომ განმცხადებლებს აცნობა, აღნიშნული ინფორმაცია  სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენდა, ხოლო ჟურნალისტების მოთხოვნაზე მათთვის სახელმწიფო საიდუმლოების ძირითადი რეკვიზიტების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა, უპასუხა, რომ „მოქმედი კანონმდებლობა სამინისტროს არ ავალდებულებს გასცეს ინფორმაცია გასაიდუმლოების ვადასა და გრიფის მიმნიჭებელ თანამდებობის პირის შესახებ“.

Media.ge

ახალი ამბები