კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნაზე, შეზღუდვა წესდება

6 მარტი, 2012

საკანონმდებლო ცვლილება შედის "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შედის. კანონის მოქმედი რედაქციით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა, შეუზღუდავია. კანონპროექტით ეს ნორმა რჩება, თუმცა შეზღუდვა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე აღმოჩენილ ახალ გარემოებებზე წესდება.

კანონპროექტის მიხედვით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძვლით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით, პირმა სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი წლის ვადაში უნდა მიმართოს.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები დეპუტატები კახა ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა არიან. კანონპროექტის განხილვა პარლამენტს ჯერ არ დაუწყია.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები