კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„სილქნეტმა“ ხორნაბუჯელ გლეხებს 40 ჰექტარი ყანა გადაუთხარა

7 მარტი, 2012

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ხორნაბუჯში კომპანია „სილქნეტის“ წარმომადგენლებმა გლეხებს 40 ჰექტარზე ყანა გადაუთხარეს. დაზარალებულების თქმით, „სილქნეტის“ წარმომადგენლები ყანაში უნებართვოდ შეიჭრნენ და მიწიდან წლების წინ ჩაყრილ სპილენძის მავთულებს იღებენ.

„2 კვირაა რაც კომპანია „სილქნეტის“ წარმომადგენლები 12 ადამიანის ყანაში თვითნებურად შეიჭრნენ და მიწიდან სპილენძის მავთულებს იღებენ. ამოსული ჯეჯილი ტრაქტორით გადათხარეს. 1 ჰექტარი მიწის მოხვნას 80 ლარი სჭირდება. გარდა ამისა, ხორბლის თესლიც შევიძინეთ და ფაქტობრივად რა თანხაც დავხარჯეთ, იმასაც ვეღარ ავინაზღაურებთ. მალე სხვებსაც მიადგებიან. სიტუაციის გასარკვევად რაიონის გამგებლის მოადგილეს ემზარ ჯანაშვილს მივმართეთ. მან გვითხრა, რომ მიყენებული ზარალის კომპენსაციას გადაგიხდიანო, მაგრამ „სილქნეტის“ წარმომადგენლებმა ეს უარყვეს. იძულებულები ვართ, რომ კომპანია „სილქნეტს“ ვუჩივლოთ“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ერთ-ერთმა დაზარალებულმა ციცინო ფიდუაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი კომენტარისთვის ემზარ ჯანაშვილსაც დაუკავშირდა. მისი თქმით, კომპანია „სილქნეტი“ კანონის ფარგლებში მოქმედებს. „საჯარო რეესტრიდან მიღებული ამონაწერის მიხედვით, ეგ მიწებიც და მავთულებიც კომპანია „სილქნეტის“ კუთვნილებაა და მას თავისი ქონების განკარგვის სრული უფლება აქვს. გლეხები კონპენსაციას კომპანიისგან იმ შემთხვევაში აიღებენ, თუ საჯარო რეესტრიდან ქონების დამადასტურებელ ამონაწერს წარმოადგენენ“, - აღნიშნა ემზარ ჯანაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი კომპანია „სილქნეტის“ პიარ სამსახურსაც დაუკავშირდა. სამსახურის ხელმძღვანელმა თეონა წერეთელმა აღნიშნა, რომ კომპანია სამუშაოებს კანონის დაცვით ახორციელებს და ვრცელ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ხორნაბუჯში, კომპანია „სილქნეტის“ მიერ 40 ჰექტრამდე ყანის გადათხრასთან დაკავშირებით, კახეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა კომენტარი გააკეთა.

„სილქნეტი“ ნამდვილად აწარმოებს ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობას და ეს შეთანხმებულია ადგილობრივ ხელისუფლებასთან. თუ „სილქნეტის“ ქმედებით რომელიმე გლეხი დაზარალდა, მას შეუძლია კომპანიას წარუდგინოს მიწის ნაკვეთის საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და კომპენსაციას მიიღებს“, - განუცხადა სიბაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები