11:08, Tuesday, 21.05.2013
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ბავშვები საბარგულებში პრეზიდენტის დასახვედრად

09.03.2012

5 მარტს პრეზიდენტის ვიზიტის გამო ახმეტის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში  ბოლო გაკვეთილები მოიხსნა, ქალაქის სკოლებში კი 12:00 საათის შემდეგ სასწავლო პროცესი ჩაიშალა. ახლადგახსნილი სამედიცინო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხმრავლობა რომ ყოფილიყო, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები მოსწავლეებს მანქანების საბარგულებითაც გადაჰყავდათ.

პრეზიდენტის დასახვედრად მასწავლებლებთან ერთად მოსწავლეები მოიყვანეს ქალაქის ყველა სკოლიდან, სოფლების ქვემო ალვანის, ზემო ალვანის, ოჟიოს და ქისტაურის საჯარო სკოლებიდან.

მასწავლებლებისა და მოსწავლეების მობილიზაციის პროცესს ახმეტის საგანმანათლებლო რესურს - ცენტრის უფროსი ბელა მარუქაშვილი ხელმძღვანელობდა. ამავე დროს, ის ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია „ნაციონალური მოძრაობის“ სიით. საკრებულოს მიერ დაფუძნებულ სამსახურში მუშაობს ბელა მარუქაშვილის მამა ომარ მარუქაშვილი. იგი ახმეტის საინფორმაციო ცენტრს ხელმძღვანელობს.

ბელა მარუქაშვილმა სკოლებში სასწავლო პროცესის ჩაშლასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები


ბლოგი

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
არქივი

რედაქტორის აზრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
არქივი
    
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?
უნდა გაეთავისუფლებინათ არ უნდა გაეთავისუფლებინათ მხოლოდ ნაწილი უნდა გაეთავისუფლებინათ მიჭირს პასუხის გაცემა


თემები

კატეგორიები
Copyright © 2004 - 2013 HRIDC