116 წლის ქალი სოციალური დახმარების გარეშე დარჩა
09.03.2012
ეთერ ბედოშვილი პირადობის მოწმობის მიხედვით 116 წლის არის. ერთ წელზე მეტია დუშეთის რაიონის სოფელ ნოკორნადან საცხოვრებლად რუსთავში, შვილთან გადავიდა. ხუთსულიანი ოჯახი ყოფილი საბავშვო ბაღის შენობის ერთ-ერთ ოთახში ცხოვრობს. უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად, ოჯახს სოციალური დახმარება არ აქვს.
საცხოვრებელი ოთახის კარ - ფანჯრებზე მუყაოს ქაღალდებია აკრული, სახურავიდან წყალი ჩადის, ელექტროენერგია მეზობლიდან აქვთ. შენობაში ბუნებრივი აირი საერთოდ არ არის. ვარდო ბედოშვილი და მისი პენსიონერი მეუღლე, ხის ტოტებს გასათბობად მდინარის პირას აგროვებენ. ცოტა ხნის წინ, მეზობელმა ცოტა შეშაც აჩუქა და ახლა იმით თბებიან.
„ხეობაში ვცხოვრობდი. იქიდან იმიტომ წამოვედი რომ ავად ვიყავი, აღარ შემეძლო. იქ არავინ მყავს. ეს ერთი შვილი მყავს და წამომიყვანა. აქ ძალიან გვიჭირს, დახმარებაც მომიხსნეს. დუშეთიდან რომ წამოვედი, მერე აღარ მოვიდა დახმარება. მიჭირს, წამალი რით ვიყიდო? მგონი, ერთი წელია, რაც აქ ჩამოვედი და დახმარება მოხსნილი მაქვს. იქ მე ვერ დავრჩებოდი. არავინ არ იყო შეშის მომტანი. როგორ დავრჩებოდი იქ?! ჯანმრთელად რომ ვიყო, სოფელში ცხოვრება მირჩევნია, შევინახავდი ჩემს თავს. პენსია მაქვს, მაგრამ რამდენი, არ ვიცი. წამლებს ვყიდულობ. ყველაფერი მტკივა უკვე - თავი, მუხლები... ყურთასმენაც დამაკლდა და მხედველობაც. სიარულიც მიჭირს. მეორე წელია, ჯოხებით დავდივარ. სოფელი მენატრება, მარა იქ როგორ წავიდე?!“
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი
ორიგინალი სრული სახით
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
კუდ–ის კახეთის სამმრთველოს ყოფილი უფროსის, ლალიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტების ავტომანქანები დააჯარიმეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

