კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროფკავშირები ხელისუფლებას შრომის კოდექსის შეცვლის ვალდებულებასთან დაკავშირებით ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს

12 მარტი, 2012

საქართველოს პროფკავშირები ხელისუფლებისგან შრომის კოდექსის შეცვლის ვალდებულებასთან დაკავშირებით ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. გაერთოანებული პროფკავშირების ცნობით, გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა, აშშ-ში ყოფნისას მიიღო ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებისა და აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების შეხვედრის შესახებ, რომელიც 24 იანვარს ვაშინგტონში გამართულა.

ირაკლი პეტრიაშვილს აშშ-ში აცნობეს, რომ სწორედ პროფკავშირების არგუმენტების გათვალისწინებით და აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონსულტაციების გზით, საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება და დადო პირობა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს შრომის კოდექსს შეცვლის.

„სამწუხაროა რომ საქართველოს მთავრობამ, აღნიშნული შეხვედრის შესახებ სოციალური პარტნიორების (საქართველოს პროფკავშირების გართიანებისა და დამსაქმებელთა ასოციაციას) ინფორმირება არ მოახდინა. საქართველოსა და ამერიკას შორის გამართული ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, სადაც სამთავრობო დელეგაციის ზოგიერთი წევრი მხოლოდ პროფკავშირების დისკრედიტაციის მცდელობით შემოიფარგლებოდა, აშშ-ის წარმომადგენლებმა ხელისუფლება პროფკავშირების მოთხოვნათა სამართლიანობაში დაარწმუნეს და მის საქმიანობაში ჩაურევლობა მოსთხოვეს“, - ნათქვამია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს პროფკავშირების ლიდერთან შეხვედრისას შტატების ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაოცება ვერ დაფარეს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საქრთველოს მთავრობას ამ დრომდე არ დაუწყია კონსულტაციები პროფკავშირებთან და მათი წარმომადგენლებისთვის აღებული ვალდებულების შესახებაც კი არ უცნობებია.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები