კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული ოცნება“ კონტროლის პალატას მათი აქტივისტების ტერორში ადანაშაულებს

12 მარტი, 2012

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას მათი აქტივისტების ტერორში ადანაშაულებს. როგორც „ქართული ოცნების“ ოფისში 11 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე.

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა, რეგიონებში მათ აქტივისტებზე ტერორი გუშინ, მთელი დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„11 მარტს რეგიონებში მთელი დღე-ღამის განმავლობაში ჩვენს აქტივისტებთან მიდიოდნენ ადამიანები,  რომლებიც თავს აცნობდნენ კონტროლის პალატის წარმომადგენლებად და დაკითხვაზე იბარებდნენ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს ადამიანები სამოქალაქო აქტივისტები არიან, რომელთაც "ქართულ ოცნებასთან" არანაირი ფინანსური კავშირი არ აქვთ , მოძრაობასთან მათი კონტაქტი მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ  „ქართული ოცნების“ გაზეთებს არიგებდნენ და ივანიშვილის მხარდამჭერ ხელმოწერებს აგროვებდნენ“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა, რომლის განმარტებითაც,  მათი აქტივისტების დაკითხვაზე დაბარება ფინანსური მაქინაციების მუხლით ხდება.

ხიდაშელის შეფასებით, კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახური და მისი უშუალო უფროსი ნათია მოგელაძე სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადის.

„მივმართავთ პროკურატურას, დაიწყოს მოკვლევა მოგელაძის მიერ ჩვენი აქტივისტების დაკითხვის ფაქტზე, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია“, - აღნიშნა ხიდაშელმა.

მისივე ცნობით, პროტესტის ნიშნად, დღეს პირადად  „ქართული ოცნების“ კოალიციაში შემავალი ერთ-ერთი სუბიექტის ანგარიშზე შემოწირულობას განახორციელებს.

„ველოდები ნათია მოგელაძის ისტერიკას და კონტროლის პალატის განაცხადს უწყებაში ჩემი დაბარების შესახებ“, - აღნიშნა ხიდაშელმა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები