კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჯვრის მონასტრის თაობაზე მოლაპარაკებებს იერუსალიმის პატრიარქიც უარყოფს

12 მარტი, 2012

„ეს არის კონფლიქტის გაღვივების პოლიტიკა“, - ასე შეაფასა იერუსალიმის პატრიარქმა, თეოფილე III-მ ქართული მხარის მიერ ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება ინტერნეტ პორტალ „იზრუსთან“ საუბრისას.

ექსკლუზიურ ინტერვიუში იერუსალიმის პატრიარქი აღნიშნავს, რომ მისთვის ქართული მხარის პოზიცია მაშინ გახდა ცნობილი, რაც ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორში განცხადება გააკეთა.

„მე წარმოდგენა არ მაქვს, რაზე საუბრობენ სააკაშვილი, კალანდაძე და რურუა“, - განაცხადა პატრიარქმა. მისივე თქმით, ისრაელის ხელისუფლებას, რომელსაც საპატრიარქოსთან ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს, მიწის სხვისთვის გადაცემა საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე არასოდეს განუხორციელებია, ასე არც ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით მოიქცეოდა, რადგან, პატრიარქის თქმით, „ხელისუფლებაც გაკვირვებული იყო ამ განცხადებებით“.

ინტერვიუში თეოფილე III ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს პატრიარქის ვიზიტისას ისრაელში, რომელიც ისრაელის მხარის მიწვევით იმყოფებოდა, სიტყვაც კი არ ყოფილა ნახსენები ჯვრის მონასტრის გადაცემასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, მონასტრის შესახებ საუბარი არ ყოფილა არც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის დროს.

საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, “საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის ისრაელში ვიზიტისას ჯვრის მონასტრის გადმოცემის საკითხი ოფიციალურად დაისვა” –განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ 5 მარტს გამართულ ყოველკვირეულ ბრიფინგზე.

მინისტრის მოადგილემ მაშინ გაუგებრობად შეაფასა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჯვრის მონასტერის გადმოცემაზე ისრაელის საგარეო საქმეთა უწყება ინფორმაციას არ ფლობდა.

იმის შესახებ, რომ იერუსალიმის მონასტრის დაბრუნებაზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს, მიხეილ სააკაშვილმა 25 თებერვალს გორში, თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მოლაპარაკებები დაადასტურა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამაც, თუმცა განაცხადა, რომ რეზულტატის უსაფრთხოების მიზნით ჯგუფის წევრების ვინაობა გასაიდუმლოებული დარჩებოდა.

მოლაპარაკებების შესახებ საქმის კურსში არ ყოფილა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორეც, იერუსალიმში ვიზიტის შემდეგ მისმა მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა ნეტგაზეთთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით არ უსაუბრიათ.

ნეტგაზეთი

ახალი ამბები