კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზაქარია ქინქლაძე - პოლიტიკური ანგარიშსწორების მორიგი მსხვერპლი?

13 მარტი, 2012

11 მარტს ახმეტაში რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრის ზაქარია ქინქლაძის ორი ჰექტარი ვაშლის ბაღი და მისი ძმის კუთვნილი ნახევარი ჰექტარი თხილის ნარგავი  დაიწვა. ასევე დაიწვა ამ ფართზე განლაგებული საკურდღელე მინიფერმა. ნარგავები და შენობა სრულად განადგურდა.

ზაქარია ქინქლაძის მამას მწყემსებმა დაურეკეს და უთხრეს: ერთი კილომეტრიდან ვხედავთ, ცეცხლი გაჩნდაო. როცა ზაქარიას მამა ალაზნის პირას ჩავიდა, უკვე არც მნახველი იყო, არც ბაღი, არც თხილის ნარგავები...

ამ ფაქტს წინ უსწრებდა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რაც ეჭვს ამძაფრებს - პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან ხომ არ გვაქვს საქმე?

9 მარტს, პარასკევს, ზაქარია ქინქლაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმე მოიგო.

საქმის არსი ასეთია: ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რესპუბლიკელმა წევრმა ზაქარია ქინქლაძემ შარშან ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. ამის გამო ზაქარია ქინქლაძეს სამეწარმეო საქმიანობისთვის ნაქირავები ფართის დაცლა მოსთხოვეს. განცხადების გავრცელებიდან მეორე დღეს სამსახურიდან გაათავისუფლეს მისი შვილი ლევან ქინქლაძე. მეუღლემ კი პროტეტის ნიშნად დატოვა სკოლა, სადაც იგი პედაგოგად მუშაობდა.

ეს ფაქტი რომ პოლიტიკურად დევნად არ შეფასებულიყო, ფართის მეპატრონემ, ახმეტის პოლიციის თანამშრომელმა გიორგი ქისიშვილმა ზაქარია ქინქლაძეს სასამართლოში უჩივლა. მან ქინქლაძე იჯარის ხელშეკრულების პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და მისგან 1500 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა. თელავის სასამართლომ მისი სარჩელი დააკმაყოფილა.

ზაქარია ქინქლაძემ ეს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და 9 მარტს პროცესი მოიგო კიდეც. მის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის თანამშრომლები იცავდნენ.

ამ გადაწყვეტილებიდან მეორე დღეს, 11 მარტს, კვირას ზაქარია ქინქლაძისა და მისი ძმის კუთვნილ ფართს ცეცხლი გაუჩნდა და ყველაფერი ხანძარმა შთანთქა.

ზაქარია ქინქლაძის შემთხვევა ფართოდ შუქდებოდა მედიაში: კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ამ თემაზე რამდენიმე წერილი გამოაქვეყნა, ტელეკომპანია „მაესტრომ“ შალვა რამიშვილის გადაცემაში „აკრედიტაციის გარეშე“ გააშუქა მისი დევნა.

ორიგინალი

http://republicans.ge 

ახალი ამბები