პროტესტში გადაზრდილი სარეკლამო კამპანია
13.03.2012
„ფრთხილად! ავტომობილის სარკესთან ქალია!“ - სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ამ სახელწოდების სარვამარტო აქციას პროტესტი მოჰყვა. აქციის სარეკლამო ბანერი მომხმარებლების ნაწილმა სექსისტურად მიიჩნია. ბანერი მომხმარებელს ავტომობილის დაზღვევას სთავაზობს. ფოტოზე გამოსახულია ქალი, რომელსაც პომადა „გაედღაბნა“.
დისკუსია ჯერ კომპანიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დაიწყო, შემდეგ კი სოციალურ ქსელში საპროტესტო ფოტოებიც გავრცელდა.
ერთ-ერთ ფოტოზე მამაკაცის ხელი ჩანს, რომელიც პომადას უსვამს ქალს. ქალს ცალი თვალი ჩალურჯებული აქვს. ფოტოს აქვს წარწერა - „ჯიპიაი ჰოლდინგი - თქვენ საიმედო ხელში ხართ!“
„დამშვიდდი, პომადა უკვე წავისვი“, „სა-8-მარტო საჩუქარი მანდილოსნებს! დაითხ(ვ)არეთ თვალები ჯიპიაი ჰოლდინგთან ერთად!“, „ისწავლეთ მარკეტინგი ჯიპიაი ჰოლდინგთან ერთად!“ - ეს და მსგავსი წარწერები აქვს სხვა ფოტოებს.
news.ge
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
კუდ–ის კახეთის სამმრთველოს ყოფილი უფროსის, ლალიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტების ავტომანქანები დააჯარიმეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

