კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი ტუღუში: „არ არის ადვილი, ცალსახად თქვა, რომ კონტროლის პალატა სცდება თავის მანდატს“

14 მარტი, 2012

კონტროლის პალატის მიერ საქართველოს რეგიონებში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მასობრივ დაკითხვასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა კომენტარი გააკეთა. კონტროლის პალატის წარმომადგენლების მხრიდან, დაკითხვამდე და დაკითხვისას დასაკითხი პირების დამცირების, შეურაცხყოფის და ზეწოლის ფაქტების მიუხედავად, სახალხო დამცველი აცხადებს „არ არის ადვილი ცალსახად თქვა, რომ კონტროლის პალატა სცდება თავის მანდატს“.

„ამას ეძახდნენ ახსნა - განმარტების ჩამორთმევას, იქ იყო თუ არ ვცდები 4 შეკითხვა დასმული. მე უშუალოდ იმ ადამიანებისგან ეს ინფორმაცია არ მაქვს მიღებული, ვინც დაკითხეს. მათ, არცერთს ჯერჯერობით ჩემთვის არ მოუმართავს კონკრეტული საჩივრით. დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, რომ პრობლემა შეექმნათ ამ პირებს, მათი ადვოკატი დასწრებოდა ამ ე.წ. გამოკითხვას თუ დაკითხვას. ზოგიერთ შემთხვევაში აბსოლუტურად გაუგებარი შეკითხვების დასმაზე საუბრობენ ის მოქალაქეები, რომლებიც დაკითხეს. იყო მაგალითად ერთ-ერთი უმცირესობის წარმომადგენლის განცხადება, რომ მას დაემუქრნენ, რომ თუ შეიცვლება ხელისუფლება საქართველოში, მას მოუწევს დატოვოს რეგიონი. ეს იყო ამ ადამიანის განცხადება. მე ვაპირებ რომ მას შევხვდე და გავარკვიო რეალურად რას ჰქონდა ადგილი. ასევე, არის არაერთი ფაქტი, რომელიც საკმაოდ შემაშფოთებელია თუ ამას ნამდვილად ჰქონდა ადგილი. საქმე გვაქვს პროცედურის არარსებობასთან. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი ვერ მიხვდა რაზე იყო საუბარი, რატომ დაიბარეს, რაზე გაესაუბრნენ და ა.შ. საუბარია ასევე ჩხრეკაზე, უსაფრთხოების ზომებზე, პოლიციის მობილიზებაზე. მე ძალიან მიჭირს ვისაუბრო იმაზე, რამდენად მართალია ეს ინფორმაცია, ადვილი არ არის ამის ერთ დღეში გადამუშავება, მაგრამ არაერთი საკითხი არის სერიოზული შესწავლის საგანი. საუბარია ასევე მუქარაზე, რომელიც რეალურად სცდება კონტროლის პალატის კომპეტენციას, რაც ცალკე მსჯელობის საგანია და აქ მე ვხედავ სერიოზულ პრობლემას. არ გამოვრიცხავ რომ თავად კონტროლის პალატის წარმომადგენლებს გავესაუბრო და გავარკვიოთ, რეალურად რასთან გვქონდა შეხება.

ზოგადად არ არის ადვილი ცალსახად თქვა, რომ კონტროლის პალატა სცდება თავის მანდატს. მას მიენიჭა ეს უფლებამოსილება, ბოლო პერიოდში კანონში შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, კონტროლის პალატა შეიძლება იყოს ორგანო, რომელიც ამავდროულად დაინტერესდება პოლიტიკური სუბიექტების ფინანსური გამჭვირვალობით, თუმცა ყველა ის დეტალი, რომელიც უშუალოდ ეხება ამ მიმართულებას, უნდა იყოს რეგულირებული, ეს შეიძლება არ იყოს კანონში გაწერილი, თუმცა იყოს ცალკე ნორმატიული აქტის სახით, სადაც თითოეული პროცედურა იქნება დეტალურად გაწერილი“, - განაცხადა სახალხო დამცველმა „პირველი არხის“ გადაცემაში  - „დიალოგი დავით პაიჭაძესთან“.

ნინო კორაშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ორიგინალი სრულად

ახალი ამბები