კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია იურისტების მობილური ჯგუფების შექმნას აპირებს

14 მარტი, 2012

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „სამოქალაქო განვითარებისთვის“ იმ პირთა იურიდიული კონსულტაციისა და სამართლებრივი დახმარების მიზნით, რომლებსაც კონტროლის პალატის წარმომადგენლები დაკითხვაზე იბარებდნენ , იურისტების მობილური ჯგუფების შექმნას აპირებს.

აღნიშნულ ინიციატივაზე კოალიციაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

როგორც არჩევნებისა და პოლიტტექნლოგიების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, კახი კახიშვილმა განაცხადა, გაუგებარია, რას ედავება კონტროლის პალატა უბრალო მოქალაქეებს.

„რამდენიმე პირმა განაცხადა, რომ დაკითხვისას მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა და არ მიეცათ ადვოკატით სარგებლობის უფლება, ამიტომ გადავწყვიტეთ, შეიქმნას იურისტებისგან დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები, რომლებიც ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც სურვილი ექნება, ჩვენი მომსახურებით მიიღებენ იურიდიულ კონსულტაციას და საჭიროების შემთხვევაში - სამართლებრივ დახმარებასაც", - განაცხადა კახი კახიშვილმა.

მისივე განმარტებით, მობილური ჯგუფები სამი-ხუთი კაცისგან დაკომპლექტება და ყველა იმ რეგიონში ჩავა, სადაც ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის აქტივისტების დაკითხვის ფაქტები დაფიქსირდა.

ამასთან, კახიშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია აპირებს, გადაამოწმოს კონტროლის პალატის წარმომადგენლების მიერ დაკითხვაზე დაბარებული პირების განცხადებები იმის თაობაზე, რომ მათზე ხორციელდებოდა დაკითხვისას ფსიქოლოგიური ზეწოლა; გარდა ამისა ისინი გადიოდნენ განსაკუთრებულ კონტროლს და აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში, კოალიცია მთავარ პროკურატურაში წარსადგენად შესაბამის საჩივარს მოამზადებს.

„არსებობს სერიოზული ვარაუდი და ეჭვი, რომ გამოკითხვის დროს ადამიანებზე ხორციელდებოდა ფიზიკური ზეწოლა, დაკითხვამდე გადიან სერიოზულ შემოწმებებს, როგორც ზოგიერთმა მათგანმა განაცხადა, ხდიან ქურთუკებს, ფეხსაცმელებს და ა.შ. ჩვენ ვაპირებთ ამ ინფორმაციის გადამოწმებას. თუ ეს ყველაფერი დადასტურდა მაშინ მოვამზადებთ მთავარ პროკურატურაში წარსადგენად სარჩელს, კონკრეტული პირების წინააღმდეგ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე“, - აღნიშნა კახი კახიშვილმა.

ინიციატივის ავტორები არიან კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები - საზოგადოებრივი დამცველი, არჩევნებისა და პოლიტტექნლოგიების კვლევითი ცენტრი, ახალგაზრდები სამართლიანობისთვის, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „ჯანმრთელი სამყარო“ და „სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი“.

ინტერპრესიუსი

ახალი ამბები