კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რესპუბლიკური პარტიის ცნობით, კასპის რაიონში მოქალაქეებს დასაკითხად პოლიცია სახლში აკითხავს

14 მარტი, 2012

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ცნობით, კასპში, კონტროლის პალატის მიერ დაბარებულ მოქალაქეებს, რომლებიც ახსნა-განმარტებების მისაცემად არ გამოცხადდნენ, პოლიცია სახლებში აკითხავს.

„რესპუბლიკელების“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კასპის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ხათუნა თათანაშვილის ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელი გიორგი დალაქიშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ კასპის რაიონული ორგანიზაციის კომიტეტის წევრის, ანზორ მანძულაშვილის ოჯახში მივიდა და მას და მის მეუღლეს დეტალურად გამოკითხა ოჯახის წევრების საქმიანობის, შემოსავლების და სხვა პირდადი ინფორმაციების შესახებ.

მისივე ინფორმაციით, კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისის მეპატრონე გამგეობის შენობაში დაკითხვაზე იმყოფება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები