15:40, Wednesday, 23.04.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ასმათ ათუაშვილი: „შენი შვილი უდედოდ დარჩება თუ ამ საქმიანობას არ შეეშვებიო“

15.03.2012

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

„ეროვნული ფორუმის“ წევრი ასმათ ათუაშვილი კონტროლის პალატის თანამშრომლებმა, საგარეჯოს გამგეობის შენობაში 12 მარტს დაკითხეს. დაკითხვა 45 წუთს გაგრძელდა.

„ვიდრე დამკითხავდნენ პოლიციამ გამჩხრიკა. კორიდორიდანვე დაიწყეს გაჩხრეკა, ჩანთა და ტელეფონი ჩამომართვეს. ქურთუკიც გამახდევინეს. ტანსაცმლის შიგნითაც კი შევიდნენ. ხელებით შემეხო ის გოგო, ბოდიში და ლიფის რკინებიც კი ნახა. წითელს ანთებდა და მეკითხებოდა, აქ რა გაქვსო? ვერა ხედავ, რკინაა, რა უნდა მქონდეს მეთქი“, - იხსენებს „ეროვნული ფორუმის“ წევრი ასმათ ათუაშვილი.

„ხელებაწეული შევედი და ვუთხარი: მე ვარ სუფთა ადამიანი ნამდვილად, ალალი ადამიანი ვარ და არაფერი არ ჩამიდოთ, ინვალიდი ბავშვი უდედოდ არ დამიტოვოთ-მეთქი. აბსოლუტურად ყველაფერი გაჩხრიკეს. არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. მოვითხოვე ადვოკატი. ვუთხარი, ადვოკატის გარეშე არაფერს არ გეტყვით და არც დავწერ-მეთქი. ადვოკატი არ შემოუშვეს.

- რა გკითხეს?

- თავიდან მკითხეს, რომელი პარტიიდან ხარო? ვუთხარი ფორუმიდან ვარ-მეთქი. რატომ გახვედი „ნაციონალებიდანო“. მიზეზი ვუთხარი. გელა კევლიშვილი („ქართული ოცნების“ საგარეჯოს ოფისის ხელმძღვანელი) თვითონ მოვიდა თუ თქვენ მონახეთო. ნამდვილად მე მოვნახე. კიდევ მკითხეს - თანხა რამდენი შემოგთავაზეს, თუ შემოუთავაზებიათ თანხა სამუშაოს გარეშეო. ბლანკები როგორ მოგიტანესო, დაწერილი იყო თუ თქვენ შეავსეთო? რა თანხა მოგცესო? 65 ლარი-მეთქი. ეს 65 ლარი რატომ აიღეო? ვუთხარი, რატომ მეკითხები - 65 ლარი რატომ აიღე და რატომ არ მეკითხები იმას, როცა 1 000 ლარი შემომთავაზეს „ნაციონალებმა“ საპრეზიდენტო არჩევნების დროს და მე არ ავიღე-მეთქი. ხელფასი რომ მოგიტანეს როგორ ქაღალდზე იყო დაწერილი, თეთრი იყო თუ რა ფერისო? მე ვუთხარი - თეთრი ქაღალდი იყო და თანხა იქვე ეწერა-მეთქი. ხელი შენ მოაწერეო? მე მოვაწერე-მეთქი. იქნებ, მეტი იყო გამოწერილიო? არ მაინტერესებს, ალბათ, ის თანხა უნდა ყოფილიყო და ავიღე. არ მიკითხავს, რამდენი უნდა ყოფილიყო იმიტომ, რომ ვენდობი მეთქი.

- დაკითხვის დროს ზეწოლას ჰქონდა ადგილი?

- კი, მუქარა იყო. შენი შვილი უდედოდ დარჩება თუ ამ საქმიანობას არ შეეშვებიო. 2 შვილი მყავს. უფროსი მეუფე სპირიდონთან მყავს. პატარა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. ჩანთიდან სურათები ამოვუყარე, გაზეთი დავუდე: ნახე, რა დღეში ვართ მეთქი. შენ დეპუტატთან ან გამგებელთან არ ყოფილხარო? კი, ვიყავი, მაგრამ მასხრად ამიგდეს-მეთქი. არ ვიცი, ვინ ჰკითხავთ. არც ჩხრეკა არ ეკითხებოდათ მაგათ. არ შეგეშვებითო, ასე მითხრეს.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: marimarilui
2012-04-16 10:28
კონსლაგირი უნდა გერქვას ცჰენ!! საქარტველო კიარა!!!!!!!!!!!!!!!!!
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები?
ირღვევა არ ირღვევა არა ვარ ინფორმირებული მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არჩვენებს 2003 წლიდან ვაკვირდები. არც ერთი არჩევნები არ გამომიტოვებია, რასაც ვერ ვიტყოდი ჩემი საარჩევნო ხმის უფლების გამოყენებაზე - ყველა არჩევნებზე, იმის გამო რომ
ვრცლად...
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
პირველად დამკვირვებლის სტატუსით
არქივი
    

რედაქტორის აზრი

პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
ბოლო ხანს მედიაში ერთ-ერთი აქტუალური თემაა პატიმართა პროტესტი გეგუთის კოლონიაში. ასობით პატიმარი პროტესტის სხვადასხვა ზომებს მიმართავს და კოლონიის დირექტორის გადაყენებას მოითხოვს. ისინი საპატიმროს
ვრცლად...
შემოდგომის ბუზი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC